შოუბიზნესი რომელი წესები დაარღვია მალიბუ ტუღუშმა და რატომ ატირდა სოფო ნიჟარაძე - რა მოხდა "X ფაქტორზე"? 2016, 31 მაისი, 10:57
გუშინ, 30 მაისს მეგა-შოუ "X ფაქტორ"-ის მორიგი ლაივი გაიმართა. მაყურებლის წინაშე დარჩენილი 9 კონკურსანტი წარსდგა. რამდენიმე მათგანის გამოსვლამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მათ შორის იყო უკვე სკანდალურად ცნობილი მალიბუ ტუღუში, რომლის გამოსვლაც ისევ გააკრიტიკა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ სიმღერა არასწორად ჰქონდა შერჩეული.
"ყველაფერი ზუსტად გააკეთა მუსკილაური თვალსაზრისით, მაგრამ იყო სულ სხვა ხასიათში. მალიბუ მღეროდა სხვა რამეს. უფლება აქვს თავისებურად იმღეროს, მაგრამ როცა ეს თავისებურება სრულიად ცვლის სიმღერას, არსს და რაობას და იმას, რაც კარგია ამ სიმღერაში, მაშინ ეს ცუდია. მე მგონია, რომ ეს კარგი არ იყო. მე მალიბუ მომწონს, როგორც შემსრულებელი, მაგრამ ის, რასაც იგი მღერის არ ემთხვევა იმას, რაც არის თვითონ შინაგანად. მალიბუ არის აგრესიული ქალი მომღერალი, რომელიც არ უნდა მღეროდეს ჰაეროვან სიმღერას. მას ეს არ უხდება, ეს არ არის მისი სტილი და მიეცით მას შესაძლებლობა იმღეროს თავისი სტილი. მაგალითად ემი უაინჰაუსი, რომელიც იმღერა არაჩვეულებრივად და ნუ მისცემთ მას ჰაეროვან ქუინს, რომელიც არაფერ კავშირში მასთან არ არის. როცა იქნება მის ხასიათში, მე ვიტყვი, რომ იყო კარგი, როგორც ენი ლენოქსზე, მოჩხუბარი, აგრესიული, ხასიათიანი ქალის სიმღერა. დრეს მან შეასრულა უსქესო ფრედი მერურის ჰაეროვანი სიმრერა და არ არის მალიბუ უსქესო. არის აგრესიული, ძარღვიანი, შემტევი ადამიანი და სულ სხვა რამე იმღერა, რანაირად შეიძლება ეს კარგი ყოფილიყო. მალიბუ არის ბევრად უკეთესი, ვიდრე მისგან აკეთებენ, " - ასე შეაფასა მისი ნამღერი ნიკა გვარამიამ. საპირისპირო აზრი დააფიქსირეს ჟიურის სხვა წევრებს, რომლებსაც ძალიან მოეწონათ მალიბუ ტუღუშის გამოსვლა. "მომღერალი, როცა გამოდის სცენაზე, მით უმეტეს 21-ე საუკუნეში, მას შეუძლია აიღოს ნებისმიერ სიმღერა და ნებისმიერ სიმღერას უქნას რაც უნდა ის, თუნდაც გააუპატიუროს. მთავარია, რომ ეს მაყურებელს მოეწონოს. წესები ხელოვნებაში არ არსებობს, ხელოვნება არის იმისთვის, რომ წესები დაარღვიოს. მალიბუ ამ წესებს არაჩვეულებრივად არღვევს და იმიტომაც ვსაუბრობთ ამაზე ჩვენ მუდიმად ამდენს" - აღნიშნა მალიბუს მენტორმა, გიორგი გაბუნიამ. სამაგიეროდ, ჟიური ერთსულოვანი აღმოჩნდა დათუნა ლაზარისშვილის ნამღერის შეფასებისას. პატარა მომღერლის მიერ შესრულებულმა "Te voglio bene assai"-მ ოთხივე მენტორი ფეხზე ააყენა და ემოციურობით გამორჩეულმა სოფო ნიჟარაძემ აქაც ვერ შეიკავა ცრემლები. მაყურებლის ხმები შემდეგნაირად გადანაწლდა: ავთანდილ აბესლამიძე - 15, 41% ნინა ყიფშიძე - 13, 41% მიშო სულუხია - 13, 08% მალიბუ ტუღუში - 10, 45% Dream Girls - 10, 37% გიგი ადამაშვილი - 9, 57% დათუნა ლაზარიშვილი - 9, 35% ცირა კობიაშვილი - 9, 34% X Boys - 9, 03% შედეგად, აუტსაიდერებში აღმოჩნდნენ X Boys და ცირა კობიაშვილი, რომელთაგან ჟიურიმ თავისი არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. ასე რომ, პროექტს X Boys გამოეთიშა. ამ არჩევანმა მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია, რაც გამოჩნდა კიდეც სოციალურ ქსელში "იქს-ფაქტორის" ოფიციალურ გვერდზე გაკეთებული კომენტარებიდან, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობაში აღნიშნულია, რომ გასაწყვეტილება ძალიან უსამართლო იყო: "ეს არის შოუ, შოუში კი ცირას მსგავსები დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან მითუმეტეს განვითარებად ქვეყნაში, როგორებიც ჩვენ ვართ, სანახაობაზე მორგებული. X Boys შედგებოდა ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც მჯერა ნამდვილად დიდ წარმატებას მიაღწევენ, ცირას კი კიდევ დიდხანს ვიხილავთ. მგონია, რომ მთლიან ერს სპილოებმა გადაგვიარეს" "ამ ცირას ვინ ჰყავს ასე პატრონი მოკლედ რა... ამ ბიჭებს რომ პროექტის მიღმა დატოვებ. ამ ჯგუფს, სადაც დათი და გიორგი მღერის და ცირას რომ გადაიყვან, უბრალოდ მართლა უნამუსობაა და უსირცხვილობაა, როდემდე უნდა ატარონ ასე." " იქს ფაქტორს ვუყურებ თუ სილამაზის კონკურსს?" "არ გაგიკვირდეთ, რომ ცირამ გაიმარჯვოს ეს ხომ საქართველოა და ყველაფერი იყიდება". " ყველაზე მაღალი რეიტინგის გამო, სასწრაფოდ მოოშორეს ბიჭები, მერე უფრო გაუჭირდებოდა გვარამიას. ამის გაკეთება. დარწმუნებული ვარ, x boys ხმები მისს საყვარელ ბიჭუნას გადაუნაწილესს. ვინმე გაუკონტროლებს თუ რა..... მე მიხარია, რომ ეს არაჩვეულებრივი ბიჭები ჩამოშორდნენ ასეთ ბინძურ პროექტს. რაც მთავარია ხალხს ძალიან უყვარს ეს ოქროს ბოჭები და ძალოან დაწყვიტეს გული..... გილოცავთ ბიჭებო ამ დიდ გამარჯვებას!" - ვკითხულობთ მომხმარებელთა კომენტარებში. 1092 6-ს მოსწონს
|