”კოკაინმა და ალკოჰოლის (запои) ჯონი დეპს კვლავ მონსტრის ხასიათი დაუბრუნა” - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული საიტი, რომელიც გამაოგნებელ სასამართლო დოკუმენტებზე მოუთხრობს დაინტერესებულ საზოგადოებას.მსახიობის თქმით, ჯონის სასტიკი ”პარანოია” სჭირდა - წერს წყარო.
ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ 15 თვიანი ქორწინების შემდეგ ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი ერთმანეთს დაშორდნენ – და ეს დიდ არეულობას გამოიწვევს. TMZ იუწყება, რომ 20 მაისს ჯონის დედა გარდაეცვალა, ზუსტად ორი დღის შემდეგ კი – 22 მაისს ემბერმა განქორწინების საბუთები შეიტანა სასამართლოში. ოთხშაბათს, 52 წლის დეპმა განქორწინების საბუთს ხელი მოაწერა, თუმცა მოსამართლეს მიმართა თხოვნით, რომ უარი განუცხადოს ემბერს ქონების განაწილების მოთხოვნაზე. გაუწყებთ, რომ მსახიობი $400 მილიონისა და კუნძულის მფლობელია ბაჰამებზე.




წყარო იუწყება, რომ წყვილი ერთად აპრილის შუა რიცხვების შემდეგ აღარ გამოჩენილა ფოტოგრაფთა ობიექტივში. ახლა კი პაპარაცებმა დალურჯებული სახით სასამართლოს შენობაში შესული და იქედან დაცვის თანხლებით გამოსული ემბერი დააფიქსირეს.

ჯონი ამ ეტაპისთვის დაკავებულია და პოპულარიზაციას უწევს მის ახალ ფილმს: “ალისა სარკის მიღმა”. არც ემბერია უსაქმოდ, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს მთავარ როლზე – ის განასახიერებს მერას- ატლანტისის დედოფალს.რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ემბერ ჰერდი ჯონი დეპს შორდება, ახლა თვითონ მსახიობი საუბრობს მთელს ამ დავიდარაბაზე. პარასკევს მას გარდაეცვალა დედა, ( რომელიც განსაკუთრებით უყვარდა მსახიობს ) -ბეტი სიუ პალმერი. ჯონის წარმომადგენელმა ”Us Weekly” -სთან საუბრისას განაცხადა: - ” ქორწინების ხანმოკლეობიდან და დედის მოულოდნელი და ტრაგიკული სიკვდილიდან გამომდინარე,
ჯონი კომენტარს არ გააკეთებს თავისი პირადი ცხოვრების არც ერთ ცრუ ამბავზე, ჭორზე, დეზინფორმაციასა და ტყუილებზე. იმედია, ხანმოკლე ქორწინების პრობლემა მალე გადაიჭრება”.


როგორც წყარო წერს, ემბერ ჰარდს სახეში საკუთარი მობილური ტელეფონი მოხვდა ჯონი დეპისგან.