x
image
natia.a
"ეს ცეკვა იყო თუ პორნო?" - სტანისლავ ბონდარენკოსა და სალომე ჭაჭუას ცეკვამ მაყურებელი შოკში ჩააგდო (+ვიდეო)
image

როგორც ცნობილია, გუშინ, 16 მაისს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი ტური გაიმართა. ამჯერად კონკურსს დუტა სხირტლაძე გამოეთიშა, რომელიც ანდრია გველესიანთან ერთად აუტსაიდერებში აღმოჩნდა.


თუმცა, გუშინდელ ტურზე ყველაზე დიდი ინტერესი სტანისლავ ბონდარენკოსა და სალომე ჭაჭუას დაწყვილებამ გამოიწვია. ჯერ კიდევ პროექტის დასაწყისში, ბევრი აღნიშნავდა, რომ სწორედ სალომეს ხილვა სურდათ სტანისლავის მეწყვილედ. როგორც ჩანს, ორგანიზატორებმა მაყურებლის ეს სურვილი გაითვალისწინეს და გუშინდელ ტურში ნუკი კეშელავა სალომეთი შეცვალეს.


სტანისლავ ბონდარენკოსა და სალომე ჭაჭუას მიერ შესრულებული ნომერი, სახელწოდებით "კონტემპორარი" ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებად აღიარა როგორც მაყურებელმა, ასევე ჟიურიმ.



სოციალურ ქსელში ბევრი აღნიშნავს, რომ ახალმა წყვილმა მოლოდინს გადააჭარბა და ულამაზესი, პროფესიულ დონეზე შესრულებული ცეკვა აჩვენა. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამ აღფრთვანებას არ იზიარებენ, განსაკუთრებით უკრაინელი წარმოშობის რუსი მსახიობის მიმართ. მათი აზრით, ეს ცეკვა კი არა "პორნო" უფრო იყო და არაფრით იმსახურებს ქართველი მაყურებლის მხრიდან გამოხატულ აღფრთვანებას.


image


0
1932
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
1932
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0