შოუბიზნესი რაში შეიძლება დაადანაშაულოს რუსეთმა "ევროვიზიის" ორგანიზატორები - სკანდალი მუსიკალური კონკურსის ირგვლივ 2016, 16 მაისი, 14:31 "ევროვიზიის" გამარჯვებული უკრაინელი შემსრულებლის, ჯამალას სიმღერა ვერ იქცევა ნამდვილ ჰიტად, მას არავინ მოუსმენს და არავინ წაიმღერებს, - ასეთი აზრი გამოთქვა ფეისბუქის პირად გვერდზე პოპულარულმა რუსმა კომპოზიტორმა და მომღერალმა, იური ლოზამ.
"ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის: ა) ევროპამ მიიღო ახალი "ჰიტი" გამარჯვებულისგან, რომელსაც არავინ არ მოუსმენს, არც დაიმახსოვრებს; ბ) უკრაინამ მიიღო გამარჯვებული, რომელსაც უკვე მერამდენედ, არავინ შეუშვებს ევროვარსკვლავებს შორის", - განაცხადა ლოზამ. მანვე განმარტა, რომ კონკურსი პოლიტიზირებული იყო. "რუსეთს გაუჩნდა საბაბი გამოთქვას პრეტენზიები ორგანიზატორების მიმართ და მოითხოვოს დაბრუნება თავდაპირველ პოსტულატებთან, რომლებიც ფორმულირებული იყო 1956 წელს, მოცემული კონკურსის დამტკიცების დროს", - წერს კომპოზიტორი. მუსიკოსი ხაზს უსვამს, რომ "ევროვიზიის" თავდაპირველი წესების მიხედვით, სიმღერები "გადაკვრითაც არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკას, რათა არაფრით არ შეურაცხჰყოს ვისიმე გრძნობები". შეგახსენებთ, რომ "ევროვიზია - 2016"-ის ფინალში გაიმარჯვა უკრაინელმა მომღერალმა ჯამალამ, რომელმაც შეასრულა ყირიმელი თათრების დეპორტაციისადმი მიძღვნილი სიმღერა "1944". მეორე ადგილი დაიკავა ავსტრალიელმა შემსრულებელმა - დემი იმმა. რუსი სერგეი ლაზარევი კი მესამე ადგილს დასჯერდა. 664 7-ს მოსწონს
|