შოუბიზნესი " X ფაქტორში" ცვლილებაა - პროექტში ახალი მენტორი შემოდის! 2016, 11 მაისი, 15:06 ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მეგა-შოუ "იქს-ფაქტორში" სიახლეა. ცნობილი გახდა, რომ პროექტში მეხუთე მენტორი - მუსიკოსი დათო ფორჩხიძე შემოდის, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ მუსიკალური შოუს, „ახალი ხმის“ სამგზის გამარჯვებული მენტორია. მისი ოთხეული, როგორც ირკვევა, პროექტს გარეთ დარჩენილი კონკურსანტებისგან დაკომპლექტდება. სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარებიდან ჩანს, რომ მომხმარებელთა უმეტესობა მარიამ აკობიას, ლიზი შენგელიას, გიორგი ჩიქოვანისა და მარიამ ჟორდანიას დაბრუნებას ითხოვს. თუმცა რომელი მათგანი დაიკავებს კუთვნილ სკამებს ჯერ უცნობია. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პოპულარული მუსიკალური შოუ X Factor-ის ქართული ანალოგი "რუსთავი 2"-ზე პირველად 2013 წელს გავიდა და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემაა ქართულ ტელესივრცეში. მეხუთე მენტორის დამატება კი წელს პირველად ხდება. შესაძლოა ეს გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ წელს განსაკუთღებით ბევრი ნიჭიერი კონკურსანტი დარჩა პროექტს გარეთ, რამაც ბევრ მსმენელს და თავად ჟიურის წევრებსაც იმედი გაუცრუა. თუმცა, ბევრი იმასაც ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შოუში სიახლისა და დაძბულობის შეტანაზე, შედეგად კი რეიტინგის გაზრდაზეა გათვლილი. 1034 5-ს მოსწონს 1-ს არა
|