x
image
natia.a
ადამ ლევინის "მუხამბაზის" ქართული ვარიანტი და აშუღთა ჯგუფი, "მარან 5" საქართველოში
image
როგორც ცნობილია, პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს სხვა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად ჯგუფი Maroon 5 ესტუმრება და 7 ივნისს ბათუმში კონცერტს გამართავს. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში უკვე საკმაოდ ნაცნობი ფეისბუქმომხმარებელი, სახელწოდებით "ტიფლისის სტამბაც" გამოეხმაურა და მისთვის ჩვეული იუმორნარევი ძველქართულით "გაანიუსა". ამას გარდა, შემოგვთავაზა ასევე Maroon 5-ის ცნობილი სიმღერის ძველქართული ვარიანტი, რომელმაც განსაკუთრებით გაამხიარულა მომხმარებლები:

image


"როგორც ამბობენ, წლევანდელს წელს საქართველოის მთავრობა სალაღობოთ ბევრს ღონის-ძიებას მოაწყობსო და მრავალი აშუღნი, მედუდუკ-მეზურნენი და სახიობნი ბევრს თამაშობასა და წარმოდგენას გაჰმართავენო. სწორედ ამ გვარად ბათომის ბულვარდთან ივნისის თთვის შვიდს რიცხვში ლევაანთ ადამი თავის აშუღთა ჯგუფთან "მარან 5-თან" ერთად დიდს კონცერტს გაჰმართავს. ლევაანთ ადამი და "მარანი 5" დიდათ ჰყვარებიათ ქართველს პუბლიკას და ამიტომაც ჩვენც წინასწარ გსთავაზობთ მათს ცნობილს სუფრაჟისტულს მუხამბაზს "ნუ დამიბუგავ ჯიგარს". შეგიძლიათ, რომ თქვენს პატეფონებზედ კვლავაც აამჟღეროთ ამ მუხამბაზის ჰანგები და თავადაც აჰყვეთ.


სუფრაჟისტული მუხამბაზი "ნუ დამიბუგავ ჯიგარს"



მნათობთ შესწვდები
თუ გაქვს ხოში,
თუ გსურს, გამხვიე
სპარსულ ნოხში.
გადამატარე, ორ მთას, ორ ციხეს
არ ვიბორძიკებ.

ქალიც შენ იყავ
აწ და კაციც,
ჰქმენი რაცა გსურს
ზრახვათ გასცდი

თუმც მიძახი ბალღს
დიდი ჟინი მაქვს
თუცა, ჯანდაბას

ცხენით გორამდის!

შესაფაკლ სიტყვათ
გეტყვი ყურში
არ დაიმორცხვო
მტლაშა-მტლუში

ნუ დამიბუგავ ჯიგარს
ნუ დამიბუგავ ჯიგარს
ნუ დამიბუუუუუუუუუ-გავ ჯიგარს

თავად სთქვი კარგო, სად ავედით
და ჩაიბარე სადავენი

ოღონთ არიდე ჯაგებს
ცხენი არიდე ჯაგებს
ცხენი არიიიიიიიიი-დე ჯაგებს

თუნდაც დააღონ
ავი ბაგე
ჩვენ ხომ იქიდამ
ავიბარგეთ
როს გვერდზედ მახლავ
მზის სანახავათ
არ ვუცქერ მაღლა

მაშ გაიმართე
უნაგირში
სად გსურს, დავიდოთ
ბუნაგი?
შინ
აღარ მივბრუნდეთ!
გესლთ ყურს ნუ უგდებ
ჩვენი ვჰქმნათ ბუდე!

ცხენით გორამდის!

შესაფაკლ სიტყვათ
გეტყვი ყურში
არ დაიმორცხვო
მტლაშა-მტლუში

მოისროლე ლეჩაქი
მოისროლე ლეჩაქი
მოისროლეეეეეეეეე - ლეჩაქი

თავად სთქვი კარგო, სად ავედით
და ჩაიბარე სადავენი

ოღონთ არიდე ჯაგნარს
ცხენი არიდე ჯაგნარს
არიდე ცხეეეეეეეეე-ნჯაგნარს"


image

0
97
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0