საზოგადოება მსოფლიოს კიდევ ერთი სენსაცია: - " ამერიკაში ტყუპის ცალი 5 კვირის შუალედით დაიბადა"! 2016, 18 აპრილი, 21:35 ![]() ამერიკელმა 27 წლისკრისტენ მილერმა ლამის მსოფლიო რეკორდი მოხსნა ტყუპებს შორის დიდი შუალედით დაბადების გამო. როგორც "dailymail.co.uk“-ი იუწყება, პატარები უნდა დაბადებულიყვნენ 4 ივნისს.კრისტენის პირველი ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა 22-ე კვირაზე მან წყლები დაღვარა. ტენესის შტატის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმებმა შეძლეს 2 კვირით ორსულობის შენარჩუნება, მაგრამ სამშობიარო ვადამდე თითქმის 4 თვით ადრე, ქვეყანას მოევლინა პატარა მიკა. მისი ასაკი შეესაბამებოდა 24 ![]() ![]() ტყუპებს ცალ-ცალკე სანაყოფე პარკი და პლაცენტა ჰქონდათ. ექიმები გოგონას დაბადებას 5 კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ელოდნენ. რათა გაეხანგრძლივებინა ორსულობა, კრისტენი გაუნძრევლად იწვა. მას არ შეეძლო პატარა მიკას ხელში დაჭერაც კი. მედიკოსების გასაკვირად, მიკას დაბადების შემდეგ დედის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და ორსულობის შენარჩუნება 5 კვირით გახდა შესაძლებელი. კლინიკის ექთანი კიმბერლი ფორტნერი იხსენებს: "პერსონალი დღის ბოლოს ასეამბობდა: “აი, კიდევ ერთი დღე დამთავრდა“ ![]() ამ სფეროში მსოფლიო რეკორდი 87 დღეა და 2012 წელს შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში. ![]() ![]() ![]() ... 204 8-ს მოსწონს
|