x
image
ვიზა კოხაძე
მსოფლიოს კიდევ ერთი სენსაცია: - " ამერიკაში ტყუპის ცალი 5 კვირის შუალედით დაიბადა"!
imageმსოფლიოს კიდევ ერთი სენსაცია ტყუპებს შორის ხუთ კვირიანი შუალედით დაბადება გახდა.
ამერიკელმა
27 წლისკრისტენ მილერმა ლამის მსოფლიო რეკორდი მოხსნა ტყუპებს შორის დიდი შუალედით დაბადების გამო. როგორც "dailymail.co.uk“-ი იუწყება, პატარები უნდა დაბადებულიყვნენ 4 ივნისს.კრისტენის პირველი ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობდა. თუმცა 22-ე კვირაზე მან წყლები დაღვარა. ტენესის შტატის სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმებმა შეძლეს 2 კვირით ორსულობის შენარჩუნება, მაგრამ სამშობიარო ვადამდე თითქმის 4 თვით ადრე, ქვეყანას მოევლინა პატარა მიკა. მისი ასაკი შეესაბამებოდა 24 imageკვირასა და 1 დღეს, წონა კი - 500 გრამი იყო.image

ტყუპებს ცალ-ცალკე სანაყოფე პარკი და პლაცენტა ჰქონდათ. ექიმები გოგონას დაბადებას 5 კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ელოდნენ. რათა გაეხანგრძლივებინა ორსულობა, კრისტენი გაუნძრევლად იწვა. მას არ შეეძლო პატარა მიკას ხელში დაჭერაც კი. მედიკოსების გასაკვირად, მიკას დაბადების შემდეგ დედის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და ორსულობის შენარჩუნება 5 კვირით გახდა შესაძლებელი. კლინიკის ექთანი კიმბერლი ფორტნერი იხსენებს: "პერსონალი დღის ბოლოს ასეამბობდა: “აი, კიდევ ერთი დღე დამთავრდა“image

პირველი მშობიარობიდან 38-ე დღეზე მიკას დამ გადაწყვიტა მოვლინებოდა ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ ისიც დღენაკლული იყო, დაბადებისას პატარამ შეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა. ჯერჯერობით ტყუპები ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. ორი თვის შემდეგ ისინი მშობლებთან ერთად დაბრუნდებიან სახლში.

მილერის შემთხვევა რეკორდული აღმოჩნდა ტენესის უნივერსიტეტის კლინიკის ექიმებისთვის. ხანგრძლივი ინტერვალები ტყუპებს შორის ძალიან იშვიათია და 1 კვირაზე მეტს არ შეადგენს.
ამ სფეროში მსოფლიო რეკორდი 87 დღეა და 2012 წელს შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში.imageimageimage







...




0
204
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
204
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0