საზოგადოება - "ყველა კითხვაზე პასუხი ნაპოვნია და ყველა კრიზისიდან გამოსავალი არის ქართული ხაჭაპური" - ფრედერიკ ბეგბედერი 2016, 13 მარტი, 22:33 ფრედერიკ ბეგბედერი (ფრანგ. Frédéric Beigbeder, დ. 21 სექტემბერი, 1965, ნეილი-სურ-სენი) — ფრანგი მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი, გამომცემელი საქართველოს სტუმრობდა. მისმა შემოქმედებამ სერიოზული გავლენა იქონია ქართველ მკითხველზე და მწერალს ზარ - ზეიმით შეხვდა ქართული საზოგადოება. ეს არის თანამედროვე ეპოქის ყველაზე ექსტრაორდინალური დ ერთ - ერთი ყველაზე სკანდალური მწერალი. მან, როგორც სხვა დანარჩენმა
ქართული სამზარეულო დააგემოვნა და ხაჭაპურით აღფრთოვანებულმა ქართველ ერს ასეთი მესიჯი დაგვიტოვა; - " ყველა კითხვაზე პასუხი ნაპოვნია და ყველა კრიზისიდან გამოსავალი არის ქართული ხაჭაპური".
პოპულარული გახდა ნაწარმოებით "99 ფრანკი".საინტერესოა მისი ციტატები ამ ნაწარმოებიდან;
- სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს. არადა, სულ გგონია, რომ დრო კიდევ გაქვს! მერე, უცებ, ერთ მშვენიერ დღეს – ბრახ! და გადატრიალდები, - --- რეგლამენტი ამოწურულია. სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენ ორგანაიზერში ვერ ჩაინიშნება.
- ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, თქვენ, მე. - ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა. რაც უფრო მეტად ვეთამაშები თქვენც ქვეცნობიერს, მით უფრო ადვილად მემორჩილებით. - კაცობრიობამ ღმერთი ფართო მოხმარების საგნებს ანაცვალა. - ადვილია იმ სისტემის ლანძღვა-გინება, რომელსაც თქვენ თავად ქმნით. - ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია. - სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი. ყველა კრებაზე ბოლო გამომსვლელი ყოველთვის მართალია. - ნუ დაგავიწყდებათ, რომ საერთოდ ყველანაირი შეკრების მიზანი ხალხის დამორჩილებაა. - ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია. - როდესაც ქალი კაცს ეუბნება, რომ მისგან ბავშვს ელოდება, პირველი კითხვა, რაც კაცს თავში უჩნდება, ის კი არ არის, „მინდა თუ არა ეს ბავშვი?“, არამედ „ვრჩები თუ არა ამ ქალთან?“ - თავისუფლება მხოლოდ მძიმედ გადასატანი დროის მცირე მონაკვეთია. - თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს. - მანქანა რომ გაგიფუჭდება, კარგი ხელოსანი უნდა გამოძებნო; სახლი თუ გინდა აიშენო, სასურველია ცნობილ არქიტექტორს მიმართო. ავად რომ გახდები, შენთვის უკეთესი იქნება, თუ გამოცდილ ექიმს მიაკითხავ. მაშ, ფიზიკური სიყვარული რატომ უნდა იყოს ცხოვრების ერთადერთი სფერო, სადაც სპეციალისტებთან მისვლა არ არის საჭირო? - მლიქვნელობა და პირფერობა! ჩვენთვის სხვა აღარაფერი არსებობს დედამიწის ზურგზე! ეს არის კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა! 92 7-ს მოსწონს
|