x
image
natia.a
რატომ არ არის აღფრთოვანებული თბილისში სტანისლავ ბონდარენკოს ვიზიტით თაკო ცქვიტინიძე
image
გუშინ, 9 თებერვალს საქართველოს საქველმოქმედო აქციის ფარგლებში ეწვია რუსეთში მოღვაწე უკრაინელი მსახიობი, სტანისლავ ბონდარენკო. იგი ქართველი ბიჭის, 17 წლის მიხეილ სხვიტარიძის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში მიიღებს მონაწილეობას და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მიირებს მონაწილეობას საქველმოქმედო კონცერტში და მოზარდ მაყურებელთა თეატრში გამართულ სპექტაკლში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", რომელიც 10 მარტს გაიმართება.


image


ფოტო თბილისის აეროპორტიდან



როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ელენე თარგამაძის ფეისბუქის გვერდიდან ირკვევა, ბონდარენკომ უკვე მოასწრო ქართული კერძების დაგემოვნება, რაზეც სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო მოწმობს:


image


გუშინვე, სტანისლავ ბონდარენკო ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრს ესტუმრა. მის ამ ვიზიტს მსახიობი თაკო ცქვიტინიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და გულისწყვეტას გამოთქვამს იმის გამო, რომ ხალხისთვის სტასის დუმბაძის თეატრში სტუმრობა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ამავე თეატრის გუშინდელი პრემიერა.


შეგახსენებთ, რომ 9 მარტს მოზარდმაყურებელთა თეატრში პრემიერა შედგა სპექტაკლის „ღამე და თუთიყუში“.


„პოსტების და სტატუსების წერით არ გამოვირჩევი და ამას იშვიათად ვაკეთებ ხოლმე... ძირითადად ტკბილეულის გაზიარების დედა ვარ, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ გუშინ ჩემს თეატრში პრემიერა იყო. რატომღაც სტასის თეატრში მოსვლა ბევრად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანი იყო, რასაც მე პირადად არ ვიზიარებ. ეს ისე სხვათაშორის... მინდა მიულოცო წარმატებული პრემიერა მთელს შემოქმედების ჯგუფს“-წერს თაკო ცქვიტინიძე.


imageimage

image




0
1362
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0