საზოგადოება "რა ან ვინ გამაცინებდა ეხლა მე ბუკას გარდა!" - ეკა მიშველაძის ამაღელვებელი და ემოციური პოსტები ’ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე 2016, 28 თებერვალი, 15:23 ბოლო დღეები შეძრა ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტმა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ხუთჯერ ესროლეს და სამი ტყვია ქვედა კიდურებში ჰქონდა მოხვედრილი.ოპერაცია ერთხელ უკვე გაუკეთდა, მაგრამ ერთი ტყვია სხეულში დაუტოვეს.წუხელ გვიან ღამით კი "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურ მდივანს კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდა. ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილის მეუღლე, ჟურნალისტი ეკა მიშველაძე 'ფეისბუქის'' პირად გვერდზე წერს. ამასთან, მიშველაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი აქტიურობისკენ და გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირებისკენ მოუწოდებს: "ტყვიამ მუცლის ღრუში ნაწლავი დააზიანაო და ეს არის ზუსტად სხეულის განზრახ დაზიანება. თუ მკვლელობის მცდელობა?! შსს ცოტა გამოფხიზლდით!!! - წერს ეკა მიშველაძე.
მოგვიანებით, ოპერაციის დასრულების შემდეგ, მიშველაძემ კიდევ ერთი ემოციური პოსტი დაწერა: "ოპერაცია დასრულდა, იმედია კარგად იქნებაო... თქვენ არ იცით ეს რა შეგრძნებაა: სიცარიელის, უმწეობის, მარტოობის, სიბრაზის, ბოღმის, გამწარების, მონატრების... ორი დღის წინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი ასე მეგონა არავინ იყო... დღეს კი ყველაფერი ერთად მტკივა... მენატრება, მაკლია... ჩემი ნაწილი... იმედია კარგად იქნება..."
Ekaterine Mishveladze ·
ოპერაცია დასრულდა, იმედია კარგად იქნებაო... თქვენ არ იცით ეს რა შეგრძნებაა: სიცარიელის, უმწეობის, მარტოობის, სიბრაზის, ბოღმის, გამწარების, მონატრების... ორი დღის წინ ჩემზე ბედნიერი ადამიანი ასე მეგონა არავინ იყო... დღეს კი ყველაფერი ერთად მტკივა...მენატრება, მაკლია... ჩემი ნაწილი... იმედია კარგად იქნება.. ამ დღეეების განმავლობაში ეკა მიშველაძე ძალიან ემოციურ დაა ამაღელვებელ ინტერვიუს აძლევს პრესასა და ტელევიზიას. "ჩვენ მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება გვქონდა და გვექნება კიდევაც, ყველა იმ ადამიანის სამწუხაროდ, ვინც ასეთი სისასტიკე და სისაძაგლე ჩაიდინა",--- ან კიდევ; "რა დროს ეს არის, მაგრამ... გავიგე ზოგიერთ პოლიტიკოსს ვერსიაც ქონია და ყოჩაღ მაგათ! სირცხვილია უბრალოდ....", --- ჟურნალისტი ეკა მიშველაძე ალექსი პეტრიაშვილის დაჭრასთან დაკავშირებით დეპუტატ ნუკრი ქანთარიას ვერსიას "ფეისბუქზე" ასე გამოეხმაურა. Ekaterine Mishveladze · რა ან ვინ გამაცინებდა ეხლა მე ბუკას გარდა! თვალი გაახილა თუ არა და დამინახა, ერთი თქვა მარა ისეთი, რომ გულიანად გამაცინა! 171 8-ს მოსწონს 2-ს არა
|