კინო ჟერარ დეპარდიე სტალინის როლს განასახიერებს 2015, 30 დეკემბერი, 18:04 ![]() რუსეთის მოქალაქე, ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე განასახიერებს სტალინის როლს ფანი არდანის ფილმში, რომლის სამუშაო სახელწოდებაა "სტალინის დივანი". ფილმის ეკრანიზება 2013 წელს გამოსული ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით მოხდება, რომლის ავტორიც გახლავთ პოპულარული ფრანგი მწერალი ჟან-დანიელ ბალტასა. ფილმს გადაიღებს ფრანგულ-პორტუგალიური კომპანია "Leopardo Filmes"-ი, ხოლო "Мосфильм"-ი პასუხისმგებელი იქნება კოსტუმებზე და რეკვიზიტებზე. ფილმის სიუჟეტში აღწერილია 50-იან წლებში საბჭოთა კავშირში მომხდარი ფაქტი.ახალგაზრდა მხატვარს დანილოვს დაავალებენ შექმნას ბელადი მონუმენტი სახელწოდებით "ხალხის მამა", თუმცა მანამდე მხატვარს დაიბარებენ ბელადის საიდუმლო რეზიდენციაში სადაც მას სუკი დაკითხვას მოუწყობს. ![]() ![]() 180 5-ს მოსწონს 1-ს არა
|