კინო როგორც სცემა დოდო აბაშიძემ ოთხი კგბეშნიკი და სხვები... 1 მაისი, 12:13 1 მაისს(1924წ.) დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა თეატრის და კინოს გამოჩენილ ქართველ მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს დოდო აბაშიძეს. ამ მრგვალ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ სამ საინტერესო ისტორიას მსახიობის ცხოვრებიდან: *** მსახიობი გურამ ლორთქიფანიძე: "დოდოს „ბაში-აჩუკში” იღებდნენ და წვერი ჰქონდა მოშვებული. ვაკის პარკთან ღია რესტორანი იყო. ერთხელ დოდო იქ მეგობრებთან ერთად მივიდა და გულიანი ქეიფიც გაჩაღდა. შემოვიდა ოთხი ახალგაზრდა, მგონი „კაგებეშნიკები”. რომ დალიეს, თვალში ამოიღეს დოდო და მისი წვერი. დაუწყეს დაცინვა და ხელიც წაატანეს წვერზე, მერე იარაღი ამოიღეს და გადაკეტეს რესტორანი. დოდო მათ საქციელზე საშინლად გაბრაზრდა, ასე არ უნდაო და საშინელი დღე დააყენა – ისე ჩხუბობდა, როგორც ვეფხვი, ძლივს გამოგლიჯეს ოთხივე ხელიდან. ოთხივე ისე სცემა მარტო დოდომ, ვერც ერთი ფეხზე ვერ დგებოდა. მეორე დღეს თბილისში ყველა დოდოზე ლაპარაკობდა.” *** სცენარისტი სულიკო ჟღენტი: “დოდო რაინდია. დიახ, სწორედ შუასაუკუნეებისდარი პატრიარქალური რაინდი. მას სხვა ვერაფერს შევადარებ. ამის დასტურად მისი ცხოვრებიდან მრავალი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ერთხელ მოსკოვში გვიან ღამით ვბრუნდებოდით სასტუმროში. ტაქსის გაჩერებაზე შეზარხოშებული ყმაწვილები ქალს აკიდებოდნენ. დოდომ მაშინვე შეამჩნია, მრისხანედ დააკვესა თვალები და მოსთხოვა, ახლავე ბოდიში მოუხადეთ ქალბატონსო. სასმელით აღგზნებულმა ტანმოსულმა ბიჭებმა დოდოს სიტყვები იუკადრისეს და მუქარით შემოგვერტყნენ გარს. დოდოს ცალ ხელში მძიმე ჩანთა ეჭირა. ვუთხარი, ჩანთა დააგდე, ეტყობა, ჩხუბი მოგვიწევს-მეთქი. დოდომ მიყვირა: მეტი საქმე არა მაქვს, ორივე ხელი გავისვარო, ცალითაც ვეყოფიო. ყმაწვილები უცბად გონს მოვიდნენ, ბოდიში მოგვიხადეს და წავიდნენ. დოდომ კი ფეხი არ მოიცვალა, სანამ ქალი ტაქსში არ ჩასვა და არ გაისტუმრა.” *** მსახიობი დიმა ჯაიანი: “დოდო აბაშიძე ყოველ დილით ვარჯიშობდა, გავიდოდა ზღვაზე, ფოლადივით მაგარ სხეულს იკაჟებდა. მერე ორ ახალგაზრდას დაუძახებდა. ბიჭები ბატონ დოდოს მკერდზე ფეხით შედგებოდნენ და მასაჟს უკეთებდნენ. ამ დროს დოდო რას არ ჰყვებოდა. ისეთი მკლავები ჰქონდა, მისი გადამწევი საქართველოში არ მეგულებოდა. უძლიერესი, გულადი არც ჩხუბს დაერიდებოდა. 991 3-ს მოსწონს |
MEM.GE შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤
ანონიმურობა აბსოლიტურად დაცულია.
MEM.GE შემოგვიერთდით მეგობრებო, ❤ ❤ ❤