კინო ერთი ფოტოს ისტორია 2024, 26 აგვისტო, 12:44 ![]() - მე ის 1982 წელს გავიცანი, როცა ტოსკანაში, ჩემს მეგობარ ანტონელასთან ერთად უქმე დღეების გასატარებლად წავედი. რობერტო მოწვეულთა შორის იყო და ანტონელას მოეწონა. მან გადაწყვიტა მისი ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად, მაგრამ თავად მას არ სურდა ამის გაგონება. ერთ საღამოს ანტონელამ მითხრა: "ის(რობერტო) ძალიან მორცხვია, არ ვიცი რა გავაკეთო, რატომ არ მეხმარები?" იმ ღამეს დაველოდეთ სანამ ყველა დაიძინებდა, მის ოთახში შევიპარეთ და ნელ-ნელა შევძვერით მისი ზეწრის ქვეშ. მართლაც სასაცილო იყო: მას ტანსაცმლიანი ეძინა: წინდებში, საცვლებში, შალის მაისურში. ის ძალიან საყვარელი იყო და ჩვენ ვცდილობდით მის გაშიშვლებას და მასზე შეხებას. იგი საწოლიდან წამოხტა და ოთახში სირბილი დაიწყო ყვირილით: „გიჟები ხართ, მრცხვენია!“ მთელი ღამე ვიცინოდით და მერე ერთად დავიძინეთ. (და ისინი ერთად იწვნენ..) ![]() მოანა პოზი ცნობილი იტალიელი პორნომსახიობი, ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი იყო, პოზი დაახლოებით 100 პორნოფილმში თამაშობდა, ძირითადად იტალიაში, მაგრამ ასევე ლოს ანჯელესში, რეჟსორ ჟერარ დამიანოსთან ერთად. მან გაყიდა დაახლოებით 1 მილიონი ვიდეოკასეტა. მისი ფოტო ამშვენებდა 50 ჟურნალის გარეკანს, თუ არ ჩავთვლით პორნოჟურნალებში განთავსებულ ფოტოებს. მისი შემოსავალი 50 მილიარდ ლირას ითვლიდა (1990 წლის ფასებში), რაც დაახლოებით 26 მილიონი ევროა.იგი 1994 წელს გარდაიცვალა 33 წლის ასაკში ღვიძლის კიბოთი. ![]() ![]() 430 2-ს მოსწონს
|