x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა სახის გამოცდა მოუწყო არჩილ გომიაშვილმა ბიზნეს პარტნიორს

image23 მარტი ცნობილი ქართველი მსახიობის, არჩილ გომიაშვილის დაბადების დღეა, რომელიც მაყურებელმა პირველ რიგში გაიცნო და შეიყვარა ისეთი სახასიათო როლებით, როგორიცაა კოსტაია "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"(1965) და რაღა თქმა უნდა ოსტაპ ბენდერი ფილმიდან "თორმეტი სკამი"(1971).


არჩილ გომიაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა, იგი ბიზნესშიც საკმაოდ წარმატებული გამოდგა, 1990 წელს იგი გახდა სააქციო საზოგადოება "სიტი-ბიზნესის" პრეზიდენტი, ხოლო 1992 წელს მოსკოვში გახსნა კლუბი "ოქროს ოსტაპი"რომელიც აღიარებული იყო ერთ-ერთ საუკეთესოდ არა მარტო მოსკოვში, არამედ მთელს ევროპაში.(ფოტოზე)ამის გარდა გახსნა იტალიური ბუტიკების ქსელი.

image

გომიაშვილმა არამარტო ფულის შოვნა იცოდა, არამედ მისი ხარჯვაც - დიდძალი თანხა გაიღო ქველმოქმედებაში და გულუხვად ეხმარებოდა უმუშევარ ქართველ მსახიობებს, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდნენ და მწირი პენსიის იმედზე იყვნენ. ამის გარდა ფარავდა კინემატოგრაფიის ინსტიტუტის ღარიბი სტუდენტების სწავლის ხარჯებს და მხარს უჭერდა ბავშვთა ფონდებს.




აი რა ისტორია გაიხსენა ქეთევან კიკნაძემ არჩილ გომიაშვილზე:



“არ ვიცი არჩილ გომიაშვილი ბიზნესისთვის უკეთესი იყო, თუ უფრო ნიჭიერი მსახიობი იყო. ორივეში წარმატებული კი იყო, ახალ-ახალ ბიზნესს ეძებდა ხოლმე და გამოსდიოდა საქმე.


ერთხელაც რაღაც ბიზნესი წამოიწყო და პარტნიორს ეძებდა. გამოუგზავნეს სანდო ადამიანი, ძალიან კარგი და პატიოსანი ყმაწვილიაო. ისაუბრეს, შემდეგ აჩიკომ უთხრა, მე ახლა საქმის დაწყებისთვის 2000 დოლარს მოგცემო და გამოუტანა ფული, აჰა, დაითვალე აქ 2000 დოლარიაო და მეც მალე მოვალ, შენ დაითვალეო.

აჩიკო ცოტა ხნით გავიდა, მალე შემოვიდა და ჰკითხა:

– ნუ, ყველაფერი რიგზეაო?

– კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი რიგზეა!

– მაპატიეთ, ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთო და გაისტუმრა.

თურმე აჩიკოს 2500 დოლარი მიუცია, მან კი უშეცდომოდ ჯიბეში ჩაიდო.


ასეთი გამოცდა მოუწყო აჩიკომ “პატიოსან კაცს”.

0
465
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0