x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოიკო მიტიჩი-ყველაზე მაგარი "ინდიელი" საბჭოთა კავშირში
image

ალბათ არ არსებობს 70-80-იანი წლების არც ერთი საბჭოთა ბავშვი, რომელმაც არ იცის ვინ არის გოიკო მიტიჩი. ეს მსახიობი მილიონების კერპი გახდა და მოზარდებში ნამდვილი ბუმი გამოიწვია, მისი მიბაძვით ბავშვები თამაშობდნენ "ინდიელებს", ხოლო "ჩინგაჩგუკი" და "ოცეულა" ყველას პირზე ეკერა.გოიკო მიტიჩი გახდა, ის გახდა ჰოლივუდის სათავგადასავლო და კოვბოური ფილმების გმირების ალტერნატივა აღმოსავლეთ, სოციალურ ბანაკში.


გოიკო მიტიჩი დაიბადა 1940 წლის 13 ივნისს ლესკოვაცის მახლობლად (სერბეთი, იუგოსლავია) სოფელ სტროიკოვცეში, ფერმერის ოჯახში. დაამთავრა ბელგრადის ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი.. ეროვნებით არის სერბი.


1960 წელს შედგა, მისი დებიუტი ინგლისურ ფილმში, " ლანსელოტი და დედოფალი" და შემდგომში მონაწილეობდა კარლ მეის ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციის მიხედვით გადაღებულ ვინეტუს შესახებ ფილმების მასობრივ სცენებში-




1966 წელს იგი გადავიდა გდრ-ში და ცხოვრობდა აღმოსავლეთ ბერლინში, სადაც ითამაშა DEFA კინოსტუდიაში გადაღბეულ ფილმებში ინდიელების შესახებ. იმავე წელს გამოვიდა ფილმი "დიდი დათვის თანავარსკვლავედის შვილები", სადაც გოიკო მიტიჩმა ინდიელი ბელადის მთავარ როლი შეასრულა. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად ახალგაზრდა თაობაში.

image

1967 წელს, წინა ფილმის წარმატების კვალობაზე გამოვიდა "ჩინგაჩგუკი დიდი გველი", სადაც მიტიჩმა შეასრულა ჩინგაჩგუკის როლი. ფილმის სცენარი ეფუძნებოდა ფენიმორ კუპერის რომანს „ნადირთმჟლეტი“




ერთი წლის შემდეგ, ფილმი შეიძინა საბჭოთა კავშირმა და გოიკო მიტიჩმა იქ დიდი პოპულარობა მოიპოვა და განსაკუთრებით წარმატებით სარგებლობდა მოზარდებში. .მას მოყვა ფილმები "თეთრი მგლები" (1969) და "შევარდენის კვალი" ( 1969), სადაც გოიკო მიტიჩის პარტნიორი იყო ქართველი მსახიობი ლალი მესხი(მიყევი ბმულს)

imageფოტოზე:კადრი ფილმიდან "შევარდენის კვალი", გოიკო მიტიჩი და ლალი მესხი


1971 წელს გამოდის "ოცეულა", რომელსაც ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად.


ერთ-ერთი ფილმი ინდიელების შესახებ, სახელწოდებით "ტეკუმზე", გადაიღეს სსრკ-ში, ყირიმში, დემერჯის მთაზე. დანარჩენი ორი, "აპაჩი" და "ულზანა", სამარყანდის მხარეში. მესამე, "თეთრი ბუმბულის ბელადი" მონღოლეთში.


მსახიობის მიერ შექმნილი ინდიელების სახე საკმაოდ ორგანულია და დადებითად მიიღეს თავად ინდიელებმა.

image

მიტიჩი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა: "ერთი ამერიკელი ჟურნალისტი დაინტერესდა ჩემი ფილმებით და აჩვენა ისინი ინდიელთა რეზერვაციაში. ჩვენ შევხვდით და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდი ინდიელებთან, რომლებიც იცავდნენ ძველ ტრადიციებს. ისინი გაოცებულნი იყვნენ, როგორ შევძელი ფერმკრთალმა ევროპელმა მათი წინაპრების ასეთი რეალური სახის შექმნა.მათ მაჩუქეს ამულეტი, მე სანაცვლოდ ვაჩუქე კარგი თამბაქო.საპასუხოდ მათ ინდილების მოსასხამი მაჩუქეს და მიმიღეს ტომში, ასე რომ ნამდვილი ინდიელი გავხდი., ტომის ბელადმა ახალი სახელი შემარქვა : "მგელი" ასე რომ, ახლა მე ვარ ნამდვილი ინდიელი, სახელად მგელი."

image

ინდიელებზე ფილმების მიმართ ინტერესი ნელ-ნელა ჩაცხრა, რის შემდეგაც გოიკო მიტიჩი გფრ-ში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მონაწილოებდა სხვადასხვა ჟანრის ფილმებში და სატელევიზიო სერიალებში, ასევე მოღაწეობს ბად-ზაგებერგის თეატრში.

image

0
421
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0