x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რაზე იჯდა ოთხჯერ ციხეში არჩილ გომიაშვილი - ყველაზე ცნობილი ქართველი "კრიმინალი მსახიობის" ისტორია
image

არჩილ გომიაშვილის კინოკარიერა 1957 წლიდან იწყება, თუმცა პირველი ნამდვილი წარმატება ხვდა წილად საოცრად დასამახსოვრებელი როლით 1965 წლის ფილმში "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"(კოსტაია), შემდეგ იყო საერთო საკავშირო აღიარება, როდესაც მან ითამაშა ოსტაპ ბენდერის როლი ფილმში „12 სკამი“. თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ახალგაზრდობაში არჩილი ე.წ. ქურდულს აწვებოდა და ოთხჯერ იჯდა ციხეში.


არჩილ გომიაშვილი დაიბადა 1926 წლის 23 მარტს ქალაქ ჭიათურაში. მომავალი მსახიობის ოჯახი მალე გადავიდა მოსკოვში, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დონბასში, სადაც არჩილას მამა ქვანახშირის მაღაროელთა პროფკავშირის თავმჯდომარე იყო, 1937 წელს რეპრესირებში მოყვა და რამდენიმე წლით გააგზავნეს სტალინის ბანაკებში.


ამის შემდეგ არჩილი და დედამისი საქართველოში ბრუნდებიან. 1940 წელს გომიაშვილმა სწავლა დაიწყო თბილისის სამხატვრო ტექნიკუმში რომელიც დაამთავრა 1942 წელს. არჩილ გომიაშვილს ძალიან მღელვარე, საშიში ახალგაზრდობა ჰქონდა, რის შედეგადაც არაერთხელ მოხვდა ციხეში. აი, რას ჰყვებოდა ამის შესახებ თავად მსახიობი:


image

"ოთხჯერ ვიჯექი! მართალია, ყველაფერი ჩემს ახალგაზრდობაში მოხდა. ფოტოებიც კი არის შემორჩენილია - ბანაკში, ციხეში და ნარზე წამოგორებული... ჩემი ქურდული ბიოგრაფია 27 წლის ასაკში დასრულდა. ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტე... კი, ქურდი ვიყავი, ჯაბა იოსელიანი კი ჩემი პარტნიორი, ერთ საქმეზე ერთად ვისხედით. მერე იმან ციხიდან გაქცევა მოახერხა და მე კი კომპარტიის წევრი გავხდი."

image

პირველი პატიმრობა არჩილ გომიაშვილს 1943 წელს, ჩვიდმეტი წლის ასაკში მიუსაჯეს. ეს იყო პოლიტიკური 58-ე სტატია.


"ქუჩა, სადაც თბილისში გავიზარდე, ხულიგნური იყო, ახალგაზრდები და სტუდენტები გამუდმებით ტრიალებდნენ. არაოფიციალურ ჟურნალებსაც კი გამოსცემდნენ. და მეც მივიღე მონაწილეობა ამაში, თუმცა, როგორც ამბობენ, არც კითხვა ვიცოდი და არც წერა. ათი წელი მომცეს, პოლიტიკა სერიოზული საქმეა. და ყველა ჩემი მეგობარი - სულ 18 - ციხეში აღმოჩნდა. ოთხი წელი ვიჯექი და იქიდან გამაგზავნეს ვოლგა-დონის არხის მშენებლობაზე. შემდეგ წერილი მივწერე სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროს კრუგლოვს და გამათავისუფლეს დანაშაულის მტკიცებულების არარსებობის გამო."


მეორე პატიმრობა მსახიობ ლუდმილა ცელიკოვსკაიას გამო მოხდა.


"მასთან რომანი მქონდა... ლუსი "ნაციონალში"დავპატიჟე. რაღაც დღესასწაული იყო, მე მგონი ახალი წლის დღეები. და როგორც ეს ხდება, ვიღაც ფრაერმა მშვენიერ ქალბატონს ჩალიჩი დაუწყო. მაგიდასთან ისხდნენ ბიჭები, ქართველები, რომლებმაც იცოდნენ, რომ აქ ჩემი კომპანია აიყო. ცელიკოვსკაიასთან მიდის ეს ტიპი, სთხოვა ერთხელ ცეკვა, ორჯერ, სამჯერ .. ეს უკვე თავხედობაა. ის ეპატიჟება, მე კი ვზივარ იდიოტივით ისე, ჩხუბი ატყდა... მე პეტროვკაში, სამხარეო პოლიციის სამმართველოში მოვხვდი."


კიდევ ორჯერ გომიაშვილი ქურდობის გამო იჯდა.მან თავის თანამზრახველებთან ერთად გაძარცვა ბერლინის ყოფილი სამხედრო კომენდანტის ცოლი.


"როცა ის დავშმონეთ, აღმოვაჩინეთ სქელი თოკი, რომელზედაც ბრილიანტები და ბეჭდები ჰქონდა ჩამოკიდებული., არანაკლებ ოთხი კილოგრამი იქნებოდა. უჯრის კომოდში ვიპოვეთ "ოქროს" ობლიგაციების გროვა. სწორედ ამ კომენდანტის გამო დავზარალდი."



1953 წელს, ბოლო პატიმრობის შემდეგ, 27 წლის გომიაშვილმა გადაწყვიტა წარსულისთვის ზურგი შეექცია. მაგრამ ადამიანების თქმით, ვინც არჩილს ახლოდან იცნობდა, მთელი ცხოვრების მანძილზე მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა კრიმინალურ სამყაროსთან.

image


0
896
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
896
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0