x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტრისტან სარალიძე -სამი სახალისო ისტორია
image

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 69 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრის და კინოს მსახიობი ტრისტან სარალიძე, რომელიც ბოლო ხანებში მძიმე უკურნებელ სენს ებრძოდა. მაყურებელმა იგი უპირველეს ყოვლისა კომედიური ხასიათის როლებით გაიცნო და ჩვენც დღეს სამ სახალისო ისტორიას გაგაცნობთ მისი ცხოვრებიდან.



***მეტროთი მოვდიოდი, იმ პერიოდში ძალიან პოპულარული ვიყავი – ერთმანეთზე მიეწყო ჩემი ფილმები. მიცნეს და საქეიფოდ რომელიღაცა სახლში წამიყვანეს. სამი დღე ვცხოვრობდი იმ სახლში, არავის ვიცნობდი, ვსვამდით, ვქეიფობდით... დღეს რომ მითხრან, რომელ სახლში იყავი და ვისთან იყავიო, არ ვიცი.




***ჩემზე ამბობდნენ, გიორგი შენგელაიამ სადღაც დიღომში იპოვა, მიწაზე მომუშავე და იქიდან მოიყვანაო (იცინის)… კახეთში კი (მოგეხსენებათ, გადაღებები იქ გვქონდა), ერთ-ერთ ოჯახში ქეიფისას (მრავლად იყო ასეთი დღეები) მე თვითონ მოვისმინე, იქვე, სამზარეულოში ქალები როგორ ჭორაობდნენ (ყური გამექცა მათკენ): „ეს ბიჭი მეველის როლში რო გამოდის, იგეთი ნიჭიერია, მაგრამ მსახიობი არა ყოფილა. დიდუბის ბაზარში თავისი მოყვანილი კიტრი დაჰქონებია გასაყიდად, რეჟისორს შემთხვევით მოსწონებია და უთქვამს, ოღონდ კინოში წამოდი, დღესვე მოგცემ არტისტის დიპლომსო. მეორემაც დაადასტურა, აი, მაგასა ჰქვია ყისმათი, ხო შეიძლებოდა ვერ შეემჩნია და კიტრი გამყიდველად დაბერებულიყო. ახლა კიდე, გენაცვა, ყველა ბატონო-პატივცემულოთი ელაპარაკება და თავისთვინ ქვაცა აქვს და კაკალიცო“.





***თავს გადამხდენია ისტორია, რომელიც სამაგალითო მგონია ადამიანისთვის. ურეკში მეგობრის სასტუმროში ვისვენებდი. წარმოიდგინეთ, მე, ტრისტან სარალიძე, ვარ პლაჟზე. ყველა მცნობს და ვწუხდები ხოლმე. ბათუმი ამიტომ არ მიყვარს, ვერ ვისვენებ. გცნობენ, რესტორანში გეპატიჟებიან და უხერხულ მდგომარეობაში ვარდები. ურეკი მაინც პატარაა და ასეთ ამბებს პირველ-ორ დღეში მოვითავებ და მერე მშვიდად ვისვენებ ხოლმე. ერთხელაც, განსაკუთრებული ფორიაქი შეიქმნა, ზოგმა აჩმა მომიტანა, ზოგმა ხილი და ასე შემდეგ. ბოლოს ხალხს დავემშვიდობე და სასტუმროსკენ წამოვედი. მოხუცებული ქალი შემხვდა გზაზე და მითხრა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარხართ, ბატონო ტრისტანო. მოვეფერეთ ერთმანეთს და მეუბნება ეს ქალბატონი, მე ერთი უბრალო ქალი ვარ, არაფერი შემიძლია, მაგრამ აგერ ორასლიტრიანი კასრი მაქვს მაღლა და ისეთი თბილი წყალია შიგ, ზღვის შემდეგ ძალიან გესიამოვნებათ და ეგება გადაივლოთო. ჩემს ცხოვრებაში უამრავ ადამიანს უცია პატივი ჩემთვის ან შემოუთავაზებია, მაგრამ ამ ქალისნაირი გულწრფელი და ალალი დამოკიდებულება არც მიმიღია და არც გამიგია.


P.S. მსახიობს იუმორის გრძნობა სიკვდლის წინაც კი არ დაუკარგავს


“ტრისტან სარალიძე – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობდა მეორე ადამიანის გაცინებას… ამიტომაც დედამიწას კიდევ ერთი მიზეზი დააკლდა ღიმილისთვის…
არადა როგორი აუცილებელია ეს ნიჭი, ეს ცოდნა დღეს? როგორ გვჭირდება…

ბოლოს, ისე იყო, კლინიკაში გვითხრეს სახლში წაიყვანეთო…
უკვე სახლის კიბეებზე, შვილებს, გოგას და ლევანჩოს გახედა:
ბიჭებო! თქვენს ქორწილში… ვერაფერსაც ვერ ვიზამო…
გულით გაგვეცინა! ახლაც, რომ მახსენდება მეღიმება…
რა მაგარია, არა?!
შენს მერე რომ ღიმილი რჩება…
შენს გარეშე ნაკლები მიზეზი როა გაღიმების…"

რეჟისორი სანდრო ელოშვილი

0
621
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
621
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0