x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ძალიან ბევრი ომია, რომლებზეც არ ვლაპარაკოთ, რადგან არ გვაინტერესებს" - ორნელა მუტის პასუხი უკრაინის ომზე

imageგადაცემა "ნოესთან" ნოე სულებერიძის მორიგი სტუმარი იყო ლეგენდარული იტალიელი მსახიობი ორნელა მუტი, მრავალ კითხვასთან ერთად ნოე რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო.


კითხვა:"ჩვენ ის ქვეყანა ვართ, რომელიც რუსეთს ყავს ოკუპირებული. ამასთან ერთად, მიდის ომი უკრაინაში... ამასთან კარგად მოგეხსენებათ, ევროპის დიდი ნაწილი თანაუგრძნობს ევროპას და გვერდში უდგა.ამ ომის დაწყების შემდეგ თ გაგჩენიათ უხერხულობა ან გარკვეული პროტესტი, მას შემდეგ რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში?"


პასუხი:იცით მე რუსეთში სიარული არ შემიწყვეტია და ამან ბევრი კრიტიკა მომიტანა, რა თქმა უნდა დიახ, პოლიტიკური არასდროს ვყოფილვარ, ამ შემთხვევაში განა იმიტომ, რომ დიპლომატიური მინდა ვიყო, არ მიყვარს ამაზე საუბარი, რადგან მე ვარ მეოცნებე ადამიანი..მსახიობი ვარ, არ ვთვლი რომ პოლიტიკა ჩემთან ახლოსაა, იმიტომ რომ არაგულწრფელად გეჩვენებიან, რაღაცას შეგპირდებიან, მერე სხვა რამეს აკეთებენ;ალბათ იმიტომ, რომ ძალაუფლება აქვთ და ცუდ რამეებსაც აკეთებენ;

რუსი ადამიანები მიყვარს და არა მათი პოლიტიკოსები, მათაც ვუყვარვარ, აი ეს მაინტერესებს, ადამიანების გულები მაინტერესებს, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ კონკრეტულ ომზე, არა და ძალიან ბევრი ომია, რომელბზეც არ ვლაპარაკოთ, რადგან არ გვაინტერესებს, მე ვფიქრობ, რომ ყველა ომი ანაქრონულია, არ უნდა ვუშვებდეთ ახალაგაზრდებს ომში და ვწირავდეთ, იმისთვის, რაც წესიერად არ იციან, რატომ მიდიან იქ, ჩემთვის ყველა ომი საზიზღრობაა, არ ვიცი, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი კრიტიკა მოყვა განსაკუთრებით იმ ფაქტის გამო, რომ მე იქ ჩავედი.მე იქ მათ მხარდასაჭერად არ ჩავსულვარ, არამედ იმ ხალხისთვის, ვინც მაფასებს და ვუყვარვარ, ისევე როგორც ჩავდივარ ნეაპოლში, ტრიესტიში, გერმანიაში, საფრანგეთში, ხელოვნებას არა აქვს პოლიტიკა საბედნიეროდ, არსებობენ მსახიობები, რომლებიც ახლოს არიან პოლიტიკასთან, მაგრამ მე არა, მეტსაც გეტყვით, უკრაინაში რომ დამიძახონ სათამაშოდ, ჩავიდოდი, არ არიან ამის განწყობაზე, მაგრამ ჩავიდოდი, იმიტომ რომ არ მაინტერესებს პოლიტიკა."

0
140
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0