x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 საინტერესო ფაქტი გია დანელიას მიერ გადაღებული ფილმების გარშემო
image

დღეს, 25 აგვისტოს დაიბადა გიორგი დანელია, რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, რომელმაც საბჭოთა კინომატოგრაფიას დაუტოვა ფილმი-შედევრები და რომელიც სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება რუსული თუ ქართული კინომატოგრაფიის ისტორიაში.

ქვემოთ გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს გია დანელიას ფილმებიდან:


1. ცნობილია, რომ სურათის "ქინ-ძა-ძა!" გამოსვლის შემდეგ დანელიას ამერიკელმა რეჟისორმა მიმართა სპეცეფექტების გაკეთების წინადადებით, რადგან მას ძალიან მოეწონა პეპელაცას ფრენა. დანელიამ უპასუხა, რომ იქ არავითარი სპეცეფექტები არ ყოფილა, უბრალოდ გრავიცაპა მას თავდაცვის სამინისტრო მას. გარკვეული პერიოდის შემდეგ სამხედროებმა დაურეკეს დანელიას და უთხრეს, ხუმრობას და შაყირს შეშვებოდა, რადგან ამერიკელებმა მათან სრული სერიოზულობით მათ გრავიცაპა ითოხვეს .(შენიშვნა განმარტება:"გრავიცაპა", ისევე როგორც "პეპელაცა" გამოგონილი მოწყობილობა და კოსმოსური ხომალდია სპეციალურად ფანტასტიკური ფილმის "ქინ-ძა-ძა!-სთვის)



image

2.გიორგი დანელიას ყველა ფილმების ტიტრებში მოხსენიებულია მსახიობი რენე ხობუა, თუმცა მას რეალურად არცერთ ფილმში არ უთამაშია. საქმე იმაშია, რომ მშენებელი რენე ხობუა გიორგი დანელიამ და რეზო გაბრიაძემ გაიცნეს 1960 წელს სატუმროში, თბილისში, სადაც ისინი ერთად წერდნენ სცენარს ფილმისათვის “არ დაიდარდო!”. რამდენიმე დღეს ისინი უკითხავდნენ მას სცენარის რამდენიმე ვერსიას, მათ სურდათ უბრალო მაყურებელის აზრის გაგება, ეს გრძელდებოდა მანამ სანამ რენე ხუბუამ არ ითხოვა, რომ ის გაეშვათ. აღმოჩნდა, რომ ის მივლინებით გამოუშვეს სამშენებლო მასალების წამოსაღებად ზუგდიდიდან და ამის მაგივრად ის იძულებული იყო ესმინა სცენარისათვის. მადლობის ნიშნად მისი გვარი ჩასვეს ტიტრებში.

image



3-ფილმში "აფონია", დისკოთეკაზე ტატიანა რასპუტინა (კატაევა) ასრულებდა ბიუსტიან ქალბატონს. გაბზეკილმა მკერდმა და ენერგიულმა ორიგინალურმა ცეკვამ გააოცა მაყურებელი. ეს მომენტი უპირობოდ მიაჩნიათ კომედიის ერთ-ერთ საუკეთესო ეპიზოდად.

იმისათვის, რომ მკერდი კიდევ უფრო ეფექტური ყოფილიყო და სიგიჟის ელემენტი დამატებოდა, კოსტუმების ოსტატებმა მსახიობს ბიუსტჰალტერში მანანის ბურღულის პაკეტები ჩაუდეს.


image


4-გიორგი დანელიას ფილმი „სრულიად დაკარგული“ ამერიკელმა კრიტიკოსებმა მარკ ტვენის საუკეთესო ეკრანიზაციათ აღიარეს. ლტოლვილი ზანგის, ჯიმას როლის შემსრულებელი ფელიქს იმოკუედე პატრის ლულუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში იპოვეს. თუმცა, სტუდიის ხელმძღვანელობამ უარი ტქვეს მსახიობზე კაპიტალისტური ნიგერიიდან, ამის შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა პატარა ეშმაკობას მიმართა, ყალბი ისტორია მოიგონეს, თითქოსდა მსახიობს თურმე კომუნისტი მშობლები ჰყავდა.ამის შემდეგ "მოსფილმი" დაყაბულდა.


image

5. დანელიას სურდა ვახტანგ კიკაბიძეს ეთამაშა მთავარი როლი ფილმში „პასპორტი“ თუმცა, სპონსორებმა საფრანგეთიდან უარი თქვეს, მათი მოთხოვნით მთავარი როლი ფრანგ მსახიობს უნდა შეესრულებინა, უნდა აღინიშნოს, რომ ჟერარ დარმონმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ როლს, რომელმაც ერთაშად ფილმში ოთხი სახე შექმნა:მერაბ პაპაშვილი, ტაქსის მძღოლი, იაკობ პაპაშვილი და ბავშვთა გუნდის ქორმეისტერი ( ახმოვანებს მურმან ჯინორია)

image

ასევე დაგაინტერესებთ


საბჭოთა ცენზურამ რეჟისორი გიორგი დანელია აიძულა საკულტო ფილმიდან ზოგიერთი სცენა მთლიანად ან დროებით ამოეღოთ (მაგალითად, ამოჭრილი სცენა სასტუმრო Россия-ს ლიფტში, რომელშიც მიმინო და სომეხი მძღოლი ხვდება ორ, ერთნაირად ჩაცმულ იაპონელს, რომლებიც ერთმანეთს ეუბნებიან "ყველა რუსი ასე ერთმანეთს როგორ ჰგავს". ამოჭრეს ვალიკოს სატელეფო...



"სასწრაფოდ უნდა გავფრენილიყავი მოსკოვში (სარეჟისორო კურსებზე მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ). ავიასალაროში მითხრეს, რომ დღეისთის ბილეთები არ იყო. მე ვაჩვენე ჩემი "მოსფილმის" მოწმობა, ვუთხარი, რომ ძალიან მჭირდებოდა, მოვიტყუე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გადაღებები ჩაიშლება, თანამიგრძნეს, მაგრამ ხელები გაას...


45 წლის დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმის "მიმინოს" გადაღება, საკულტო სურათი, რომლის ფრაზები თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი საზოგადოებამ ზეპირად იცის, ხოლო სიმღერა ფილმიდან "ჩიტო-გვრიტო" ეპოქის სუპერ-შლაგერად იქცა.ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ამ ფილმს შეიძლება საერთოდ არ ეარსება, მხოლოდ შემთხვევითობის...

0
1077
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1077
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0