შოუბიზნესი 20 ყველაზე სავსე მკერდის მქონე ვარსკვლავი ქალბატონი 2015, 25 დეკემბერი, 13:52 1. კარმენ ელექტრა შეუძლებელია დიდმკერდიან ვარსკვლავებზე საუბრისას კარმენ ელექტრა არ გავიხსენოთ. გოგონა, რომელიც პლეიბოის გვერდებზე გამოჩნდა, ცნობილი გახდა სამოდელო კარიერით, "მალიბუს მაშველებში" განსახიერებული როლით და ე.წ. "აერობული სტრიპტიზის" პოპულარიზაციით - სწორედ კარმენმა შეიტანა სტანდარტულ ვარჯიშებში სტრიპ-პლასტიკის ელემენტები. 2. კეიტ უინსლეტი ოსკაროსანი მსახიობი თაყვანისმცემლებს ატყვევებს არა მხოლოდ სამსახიობო ტალანტითა და მშვენიერი ფიგურით, არამედ ასევე ცხოვრების აქტიური, თავგადასავლებით სავსე წესით. სულ ახლახანს მან დაასრულა ძალიან ძნელი ლაშქრობა ცნობილ ბრიტანელ მოგზაურთან, ბეარ გრილსომთან ერთად, რომლის დროსაც დაფრინავდა პარაშუტით, ეშვებოდა მთიდან და იკვებებოდა მატლებით. მშვენიერი კეიტი ასევე აქტიურად გამოდის ბოტოქსისა და პლასტიკური ოპერაციების წინააღმდეგ და მომხრეა ბუნებრივი სილამაზისა და კეთილშობილი სიბერის. 3. კეტ დენინგსი პოპულარული სიტკომის, " 2 Broke Girls"-ის ვარსკვლავი გამოირჩევა არა მხოლოდ თავბრუდამხვევი ფორმებით, არამედ განსაკუთრებული იუმორის გრძნობით. სერიალების გარდა, მისი ხილვა შესაძლებელია ისეთ ფილმებში, როგორებიცაა "სექსი დიდ ქალაქში", "დიდი დედიკოს სახლი 2", "თორი", "40 წლის ვაჟიშვილი" და სხვ. 4. ჯესიკა სიმპსონი ამერიკელი ჯესიკა სიმპსონი ოდესღაც ცნობილი იყოს მხოლოდ როგორც მომღერალი, მოგვიანებით კი გოგონა ცნობილი გახდა პოპულარულ რეალითი-შოუებში მონაწილეობით და მოდის ინდუსტრიაში წარმატებული მოღვაწეობით. დღეს ეს მომღერალი არის მწერალი, დიზაინერი და მსახიობი. 5. კრისტინა ჰენდრიქსი კრისტინა ჰენდრისქსი განსაკუთრებით სახელგანთქმული გახდა პოპულარულ სერიალში, "Mad Men"-ში მონაწილეობით. თუმცა, სიმართლე რომ ითქვას პუბლიკის ყურადღება მას არც მანამდე აკლდა. Esquire-ის მკითხველებმა "ემის" ექვსგზის ნომინანტი ქალბატონი მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს. 6. კელი ბრუკი მართალია, დღეს იგი არც თუ ისე ცნობილია ჰოლივუდში, ამ სიაში მშვენიერი კელი ბრუკის გამოტოვება ალბათ არ შეიძლება. ბრიტანელი წამყვანი, მსახიობი და მოდელი არაერთხელ იქნა დასახელებული მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალადХ და მიწვეული იყო FHM-ის, Loaded-ის, Playboy-სა და GQ-სათვის ფოტოგადაღებებზე. 7. სკარლეტ იოჰანსონი მამაკაცებში ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი, Marvelის კინოსამყაროს სუპერგმირების ფილმების ვარსკვლავი ერთადერთი გოგონაა ისტორიაში, რომელმაც ორჯერ მიიღო მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ქალის წოდება ჟურნალ Esquire-ის ვერსიით – 2006 და 2013 წლებში. 8. მერაია ქერი მერაია ქერის ნამდვილად აქვს უფლება ყველაზე სექსუალური დიდმკერდიანი ვარსკვლავების სიაში საპატიო ადგილი ეკავოს. წარმატებული მომღერალი, რომლის ალბომები არაერთხელ გამხდარა პლატინის, უკვე არაერთი ათწლეულია მაყურებელს ხმის გარდა მშვენიერი ფორმებითაც იპყრობს. 9. ჯენიფერ ლოპესი მართალია, ჯეი ლო მოცემულ სიაში ყველაზე დიდი და მშვენიერი მკერდის მფლობელად ვერ დასახელდება, მაგრამ, როცა საქმე სექსუალურობას ეხება, მას ალბათ ბადალი არ ჰყავს. ლოპესი ხომ ცნობილია თავისი დიდებული ფიგურით, რომლის შენარჩუნებას უკვე მერამდენე ათწლეულია ახერხებს. იგი განსაკუთრებით ცნობილია საცეკვაო და მუსიკალური კარიერით, თუმცა წარმატებული იყო ასევე მისი კინოროლები ფილმებში "სელენა" და " ქორწილების დამგეგმავი". იგი ასევე არის წარმატებული დიზაინერი, რომლის ბრენდის სახელიტ გამოდის სუნამოები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. 10. ჯესი ჯეიმს დეკერი ამერიკელი ქანთრის მომღერალი დაიბადა იტალიაში და ჯერ კიდევ 2 წლის ასაკში მოიპოვა პირველად მუსიკალურ კონკურსში გამარჯვება. საბოლოოდ იგი ქანთრის სტილის საკმაოდ წარმატებულ მომღერლად იქცა. მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც თავის მეუღლესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საკუთარ რეალითი-შოუში სატელევიზიო არხზე "E!". 11. მიგან გუდი მიგან მონიკ გუდმა მსახიობის კარიერა 4 წლის ასაკში დაიწყო, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სატელევიზიო შიუებში მასობრივ სცენებში, მაგრამ ნამდვილი ცნობადობა 2011 წელს მოიპოვა რომანტიკულ კომედიაში "იფიქრე, როგორც მამაკაცი" მონაწილეობით. სავსემკერდიანი ლამაზმანი, რომელსაც პუერტორიკოული, აფრიკული და ბარბადოსული წარმომავლობა აქვს, ცნობილია თავისი რელიგიურობით - იგი მეშვიდე დღის ადვენტისტების სექტის ეკლესიის მღვდლის ცოლია და უარს ამბობს ისეთი როლების შესრულებაზე, რომლებმაც შესაძლოა "უფალს არ მოეწონოს". 12. კიმ კარდაშიანი კიმ კარდაშიანი ზოგს უყვარს, ზოგი ვერ იტანს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მისი სავსე ფორმების სექსუალურობას არავინ უარყოფს. 2006 წლის სექს-სკანდალმა იგი ცნობილი გახადა და სტილის ხატად შექმნა. დღეისთვის იგი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალია. 13. ტაირა ბენკსი ტაირა ბენკსი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ეგზოტიკული გარეგნობის მქონე სუპერმოდელია. თავისი სილამაზისა და სავსე ფორმების წყალობით იგი იგი მუქკანიანი და პლიუს ზომის ქალბატონების შთაგონების წყაროდ იქცა. ტაირა იყო პირველი აფროამერიკელი, რომელიც Sports Illustrated-ისა და GQ-ს გარეკანებზე მოხვდა, და ასევე Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი პირველი ანგელოზი. მან მოდის ინდუსტრიაში გარდატეხა შეიტანა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა. 14. ემბერ როუზი ემბერ როუზი, რომლის ნამდვილი სახელია ემბერ ლევონჩუკი, ეგზოტიკური გარეგნობის მსახიობი და მოდელი 15 წლის ასაკში სტრიპტიზით ირჩენდა თავს. მაგრამ მისი ცხოვრება შეიცვალა, როცა დაიწყო შეხვედრა რეერ კანიე უესტთან, რომელმაც მშვენიერი ქალბანოტი სტილის ხატად აქცია. 15. ჰელი ბერი მიუხედავად იმისა, რომ უკვე 40-ს გადაცილდა, იგი მაინც სექსუალურ ლამაზმანად ითვლება. გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ის გახდა აშშ-ს პირველი აფროამერიკელი წარმომადგენელი 1986 წელს გამარტულ "მის მსოფლიოზე". ნიჭიერი და წარმატებული მსახიობი ასევე ერთადერთი შავკანიანი მფლობელია "ოსკარისა" ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. 16. ნიკი მინაჟი ნიკი მინაჟი უფრო მეტად ცნობილია თავისი მუსიკალური კარიერით, ფილმებში მონაწილეობიტ და, რაღა თქმა უნდა, უჩვეულოდ სავსე ფიგურით. ბერმა არ იცის, რომ მომრერლის ნამდვილი სახელია ონიკა ტანია მარაჯი და რომ ის დაიბადა ტრინიდადისა და ტობაგოს რესპუბლიკაში, ვენესუელის სანაპიროსთან ახლოს მდებარე პატარა ქვეყანაში. იგი ცნობილი გახდა რეპის შესრულების თავისებური უნიკალური სტილით. 17. სალმა ჰაიეკი მექსიკელ-ამერიკელმა მსახიობმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა კარიერა მექსიკური ფილმებიდან და სერიალებიდან დაიწყო, მაგრამ ჩვენთვის ცნობილი გახდა ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა "ფრიდა", "სასოწარკვეთილი", "დოგმა", "მზის ჩასვლიდან გათენებამდე". სალმა პირველი მექსიკელია, რომელიც ნომინირებული იყო "პსკარზე" ქალის საუკეესო როლის შესრულებისთვის. 18. ჯენიფერ ლავ ჰიუიტი ჯენიფერ ლავ ჰიუიტი უკვე აღარაა ისეთი პოპულარული, თუმცა სრული უფლება აქვს მოცემულ სიაში ფიგურირებდეს. იგი ჯერ კიდევ მოზარდობის დროს გახდა ცნობილი და რაც დრო ემატებოდა მით უფრო მომხიბვლელი ხდებოდა. იგი ჟურნალ Maxim-ის გარეკანზე გამოჩნდა 1999 და 2009 წლებში, რაც იმას ამტკიცებს, რომ დრო მისი სილამაზის წინაშე უძლურია. 19. კრისტინა აგილერა კრისტინამ მომღერლის კარიერა საეკლესიო გუნდში დაიწყო, თუმცა ცნობილი ჯერ კიდევ ბავშვობაში გახდა შოუთი "მიკი მაუსის კლუბი". 1999 წელს მისმა პოპულარობამ პიკს მიაღწია პირველი ალბომითა და სინგლებით Genie in a Bottle, What a Girl Wants და Come on over Baby. პოპ-მუსიკის პრინცესა ხუთგზის ემის მფლობელია. 20. კეტი პერი ისევე, როგორც კრისტინა აგილერამ, კეტი პერიმაც კარიერა საეკლესიო გუნდში სიმღერით დაიწყო და 2008 წლის პოპ-სენსაციად იქცა ჰიტით «I Kissed a Girl». თამამმა და სექსუალურმა იმიჯმა მას დიდი პოპულარობა მოუტანა და Maxim-ის, GQ-სა და Vice-ის გარეკანებზე მოახვედრა. 665 6-ს მოსწონს 1-ს არა
|