x
image
ვიზა კოხაძე
''ასე არ შემშინებია ნაციონალების დროს''... - რას წერს ალეკო ელისაშვილის მეუღლე, ირინა კილოსანიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე
imageსკანდალური განცხადებების ავტორის და თბილისის საკრებულოს ყველაზე ხმაურიანი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მეუღლე, ირინა კილოსანიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს: "ასე არ შემშინებია ნაციონალების დროს, თუმცა მაშინაც ძალიან მეშინოდა…" როგორც ირინა წერს, ყველაზე მეტად, როგორც თავად უწოდებს, "სამთავრობო არხის", ანუ "ჯი-დი-ეს"-ის გადაცემა "20-30"-ის ანონსმა შეაშინა, სადაც დასმული იყო შეკითხვები: რატომ ვერ წარუდგინა კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პროკურატურას მანანა კობახიძის მიერ მისთვის გაგზავნილი სმს-ი და რა მტკიცებულებები არსებობს ბრალდების დასამტკიცებლად?! როგორ განვითარდება პროცესები?! შეიძლება თუ არა, პასუხისგებაში მიეცეს ალეკო ელისაშვილი, თუ ის მტკიცებულებების წარმოდგენას ვერ შეძლებს…"image

ქალბატონი ირინა კილოსანიძის სტატუსს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.

ირინას ერთ-ერთი მეგობარი კი ასეთ კომენტარსაც აკეთებს: - ''ისე, ობიექტურობა რომ შევინარჩუნოთ, ნაცებს უკვე გაკოჭილი ეყოლებოდათ, უბრალოდ, მაშინ არც საკრებულოს წევრი ყოფილა და არც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე, "გიჟი თავისუფალიას პონტში ჰყავდათ". ვნახოთ, ესენი როგორ გამოავლენენ თავს".

ტატა 2 კი მაგრამ რომელი წინადადებაა შესაშინებელი? ალეკო თუ მართალია მაშინ ისინი აგებენ პასუხს, თუ იტყუება, მაშინ თვითონ აგებს პასუხს! რაა აქ საშიში 11:53 / 17-12-2015


manana 2 არაფრით არ შეიძლება ამ საქმის მიფუჩეჩება! ან ელისაშვილმა უნდა აგოს პასუხი ცილისწამებისთვის და ან მეორე მხარემ უმძიმესი დანაშაულისათვის!


შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა მასზე განხორციელებული ზეწოლის ამსახველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაასაჯაროვა. შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ შესაბამისი დოკუმენტი პირველი არხის გადაცემა „მთავარში“ წარადგინა.ელისაშვილმა შეტყობინებების ავტორის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დააკონკრეტა ინდექსი, რომლიდანაც "მუქარის შემცველი გზავნილი მიიღო". - „591-ზე იწყება ეს ნომერი. მაგთიდან არის ეს ოფიციალური ამონაწერი. 2014 წლის 30 აპრილს არის შემოსული მესიჯი, 4 მესიჯი ზედიზედ შემოვიდა, ანუ გრძელი SMS. 800 სიმბოლოზე მეტია, სადაც კატეგორიულ, ისტერიულ ტონში იყო ჩემგან მოთხოვნა, რომ ეს საქმე განსაკუთრებულად გამეტანა..."image





1
485
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
485
  
2015, 18 დეკემბერი, 8:54
ნაცების გაგზავნილი თუნდაც 1 სმს-ი,თუ გაახსენდება ელისაშვილს.ოცნების გავეშებული მხადამჭერი იყო,კავკასიაზე სპექტაკლებს დგავდა ,,თავისი აგურები დადო კობახიძე,ბესელია და საქოცეთის მორეკვაში.ელისაშვილს მინდა ვკითხო ეხლა უფრო თავისუფლად სუნთქავს თუ ნაცების დროს?
0 1 1