x
image
ვიზა კოხაძე
რას ნანობს ინგა გრიგოლია: - "...ყველანაირი საშუალება მქონდა, 3-4 შვილი გამეზარდა და ვნანობ, რომ ეს ვერ მოვახერხე"

imageქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი ინგა გრიგოლია ორი დღის წინ ახალ ამპლუაში დაუბრუნდა სატელევიზიო არხს " პირველი", სადაც ჟურნალისტი მთავარ პროდიუსერად დაინიშნა. დღეს კი ინგა გრიგოლია პრესასთან პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა. მას, როგორც ჟურნალისტს, არასოდეს აკლდა საზოგადოების ფართო წრეების ყურადღება, მაგრამ პირადი ცხოვრება პოპულარულ ვარსკვლავს რატომღაც ჩაკეტილი ჰქონდა. რას ამბობოს ინგა გრიგოლია საკუთარ პირად ცხოვრებაზე? - " ერთი ნახვით არასოდეს არავინ მიყვარდება. ყოველთვის უახლოესი მეგობრობიდან იწყებოდა ყველაფერი. დიდი ხანი მეგობრები ვიყავით, შემდეგ ეს ყველაფერი დიდ სიყვარულში გადაიზარდა, ძალიან ბედნიერი ვარ. მას ჩემი ყველაზე კარგად ესმის. ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობთ. ძალიან მშვიდია და ძალიან მიყვარს, იმასაც ძალიან ვუყვარვარ. ვთვლი, რომ 44 წლის ასაკში ამაზე მეტად პრესასთან აღარ უნდა ისაუბრო".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ არ იმჩნევს გრიგოლია რომ შეყვარებულია, რასაც ადრე ვერ მალავდა, პასუხობს, რომ – " ... გავიზარდე, ეს ყველაფერი დამალული, მიჩქმალული მაქვს. არა მგონია, რომ ჩემს ასაკში უნდა დადგე და პირად თემებზე ისაუბრო. დიდი ხანია ჩავკეტე ჩემი პირადი ცხოვრება. ასე ბევრად საინტერესოა და უფრო ვითარდება. ამ პერიოდის განმავლობაში ერთი დღე და ერთი წუთი არ ყოფილა ამ ურთიერთობის გარეშე..."imageimageრას შეეხება ჟურნალისტის ცხოვრებისეულ სინანულს, ის გულრწფელად აცხადებს, რომ ნანობს, თუ რატომ არ ჰყავს დღეს 3 ან 4 შვილი, როცა ამის ყველანაირი საშუალება ყოველთვის ჰქონდა: - " დაქორწინებას არ ვაპირებ. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ბევრი შვილი არ მყავს. ყველანაირი საშუალება მქონდა 3 - 4 შვილი გამეზარდა და ვნანობ, რომ ეს ვერ მოვახერხე...".


0
299
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0