x
image
ვიზა კოხაძე
ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანია "პირველის" გენერალური პროდიუსერის თანამდებობა დაიკავა

imageქართული საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ცნობილი ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას ეკრანზე გამოჩენას. უამრავი სტატია დაიწერა კვირის ბოლო დღეებში იმის შესახებ, რომ გრიგოლია ორშაბათიდან ახალ ამპლუაში წარსდგებოდა ქართველი მაყურებლის წინაშე, თუმცა არხი და სტატუსი აქამდე არ სახელდებოდა, რადგან ტელეწამყვანი საიდუმლოდ ინახავდა ახალი სამსახურის შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამჟღავნებას. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა რამდენიმე თვე დასვენებასა და პირად ცხოვრებას დაუთმო, თუმცა კარიერის დასრულებაზე არც უფიქრია. ინგამ სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო, რომ მაყურებელს უბრუნდება. - "დავამთავრე უსაქმურობის პერიოდი... წყენებისგან, გაბრაზებისგან, უსამართლობის ემოციებისგან სრულიად სტერილური ვარ უკვე და მივხვდი, რომ აქტიურობის დრო დადგა. (პრინციპში, ორ თვეზე მეტ ხანს არც არასდროს გაგრძელებულა ჩემი უსაქმურობა და გაბრაზებები) ხოდა, ბევრი რომ არ მივედ-მოვედო, გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ ახლიდან დავიწყო ყველაფერი...მიყვარს ჩემი ცხოვრება, ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ხელახლა რომ ვიწყებ".

დღეს კი ინგა გრიგოლიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: - " გამარჯობათ ჩემო მეგობრებო)))))))) პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველას ამხელა ინტერესისა და მოლოცვისთვის....მიხარია, რომ ჩემი ცხოვრების სიახლემ თქვენც გაგახარათ..მადლობა კეთილი სურვილებისთვის !.....ვინაიდან მირეკავს ძალიან ბევრი ადამიანი და უამრავი სააგენტო, ბევრი ჩემი კოლეგა ჟურნალისტი. აქვე დავწერ - ვადასტურებ, რომ დღეიდან ვმუშაობ ტელეკომპანია " პირველში" და იანვრიდან მოვამზადებ ჩემს ახალ საავტორო გადაცემას, რომელიც იქნება პოლიტიკური, თუმცა მინდა ეს იყოს სრულიად განსხვავებული ფორმატი იმისგან, რაც აქამდე გამიკეთებია.

.მიყვარხართ მე თქვენ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ახალგაზრდა ტელეკომპანია ძალიან მალე იტყვის თავის სათქმელს...ისედაც, ყოველ საღამოს რვა საათზე მე ვიყავი იმ პოლიტიკური თოქ-შოუს მაყურებელი“ რომელიც მიჰყავთ ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილს და მიხარია, რომ დღეიდან მეც მათთან ერთად გავხდი იმ თავისუფალი სივრცისა და გუნდის წევრი, რომელსაც ტელეკომპანია "პირველი", ჰქვია))))))))))))))))))", - წერს ინგა გრიგოლია.image

0
362
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0