ქალი და მამაკაცი "...ამ დღეებში რა ქარბორბალაც დატრიალდა ინტერნეტ-სივრცეში მოულოდნელიცაა და დამაბნეველიც. თუ ძალიან ძალიან ბევრ ადამიანს გადაედო დადებითი განწყობა..." - ალექსანდრე ლორთქიფანიძე ( + ვიდეო ) 2015, 9 ნოემბერი, 13:05 ტელეკომპანია " რუსთავი 2" რეიტინგული გადაცემების სიმრავლით არის პოპულარული და ქართული საზოგადოებისთვის ამიტომაც ითვლება ერთადერთ ყურებად და რეიტინგულ ტელევიზიად. არხი პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამაზე არა ერთი კვლევის შედეგები მეტყველებს. და ამ რეიტინგულ თოქ - შოუებსა და გადაცემებს შორისაა ინტელექტუალური შოუ "რა, სად, როდის"?, რომელიც უკვე ოცი წელია გადის ეთერში და ხიბლი და ინტერესი დღემდე არ დაუკარგავს. ახლა კი მიუხედავად " მკაცრი" წამყვანისა და გადაცემის ფორმატში შეუთავსებადი ფაქტისა, ახალგაზრდა ექვსეულის ბრძოლამ მაყურებელთან და გიორგი მოსიძესთან, ( ცნობისათვის გიორგი მოსიძე ამ არაჩვეულებრივი პროექტის უცვლელი წამყვანია) ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბრწყინვალე ექვსეულმა გამარჯვება მოიპოვა. როგორი ფინალი ჰქონდა შოუს, რამაც მაყურებელი და სტუდიაში დამსწრე ადამიანები სრულიად აღაფრთოვანა?
2015 წლის შემოდგომის ექსპერიმენტული სერიის მეოთხე თამაშში ტელემაყურებლის წინააღმდეგ ალექსანდრე ლორთქიფანიძის ექვსეული იბრძოდა. გუნდის კაპიტანი კი ალექსანდრე ლორთქიფანიძე გახლდათ, რომელმაც სამუდამოდ დაგვამახსოვრა თავი.მას მხარს უმშვენებდნენ ანი მარდალეიშვილი, ნინო გოგინაშვილი, გიორგი იაშვილი, ნინო ფერაძე და მარი კორინთელი.გუნდმა მოახერხა და მაყურებელი ანგარიშით 6 = 4 დაამარცხა.თუმცა თამაში ამით არ დასრულებულა. გუნდის კაპიტანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პირდაპირ ეთერში ხელი სთხოვა თავის თანაგუნდელს და რჩეულს ანი მარდალეიშვილს. თუ როგორ საინტერესოდ და ემოციურად განვითარდა მოვლენები ინტელექტუალური შოუს " რა, სად, როდის"? ფინალში, უფრო კარგად ვიდეოში ნახავთ. ფეისბუქზე კი მოლოცვებს იღებს ალექსანდრე ლორთქიფანიძე: – " Alexandre Che · Tbilisi · მეგობრებო, პირველ რიგში ყველას ყველას ყველას ძალიან დიდი მადლობა ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი თბილი სიტყვებისთვის, ამდენი დადებითი ემოციისთვის და ა.შ. როცა ეს ჩავიფიქრე, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ამ მოვლენისთვის ორიგინალური ფორმის პოვნა და ანის გაბედნიერება იყო, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ სატელევიზიო ნიშნობას რეზონანსიც მოყვებოდა. მაგრამ, გულწრფელად, ამხელა გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი, შესაბამისად ამ დღეებში რა ქარბორბალაც დატრიალდა ინტერნეტ-სივრცეში მოულოდნელიცაა P. წარმატებები, გამარჯვება და ბედნიერი მომავალი მინდა ვუსურვო ახალგაზრდა წყვილს და აქვე დავძენ, რომ ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას ასეთი ღირსეული ინტელექტუალები. 994 8-ს მოსწონს
|