x
image
ვიზა კოხაძე
ვინ არის რევაზ საყევარიშვილი? - რას წერენ " ფეისბუქში" მასზე ყოფილი თანამშრომლები

image- "რევაზ საყევარიშვილი ის ადამიანია, რომელმაც ორი თათბირი ჩაატარა "იმედში" და თქვა, რომ არცერთი ჟურნალისტი არ დატოვებდა "იმედს". მერე? მერე 42 თანამშრომელი გაანთავისუფლეს. მათ შორის ისინიც, ვისაც ცხოვრებაში არცერთი პოლიტიკური სიუჟეტი არ გაუკეთებია.. - ამის შესახებ ჟურნალისტი ლევან ტაბიძე "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველის, რევაზ საყევარიშვილის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს. და დასძენს, რომ - "P.S. თუმცა დიდ ნაწილს მაინც არ ქონია ილუზია, რომ საყევარიშვილი თათბირზე სიმართლეს ამბობდა".რევაზ საყევარიშვილი წლების წინ "რუსთავი 2"-ის თანამშრომელი იყო, არხზე ჟურნალისტად მუშაობდა. დღემდე ის ტელეკომპანია " იმედში" გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.მანამდე კი ორჯერ შეასრულა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობა. ცნობისათვის, საყევარიშვილი ეკონომიკური მიმართულების ჟურნალისტია,

სხვადასხვა დროს მუშაობდა სხვადასხვა გაზეთში. ის ორჯერ ასრულებდა ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის მოვალეობას. მეორედ ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ტელეკომპანია დაიბრუნა. მის სახელს უკავშირდება პირველი სერიოზული რეორგანიზაცია "ტელეიმედში".

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ მიღებული განჩინებით, "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველად რეზო საყევარიშვილი დანიშნა, არხის აქამდე მოქმედ გენერალურ დირექტორს კი უფლებამოსილება შეუწყდა. ასევე უფლებამოსილება შეუწყდა არხის ფინანსურ დირექტორს დამენიას და მის ადგილს ტელეკომპანიის ადრინდელი მფლობელი დავით დვალი დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის წილები ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა.

2
642
9-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
642
  
2015, 6 ნოემბერი, 20:00
ჩა..მული საყევარიშვილი და იმაზე Uარესი დვალი
2015, 6 ნოემბერი, 19:28
საცოდავები Dა ნამდვილი Qინძები
0 1 2