ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ კიმ კარდაშიანისა და მისი მრავალრიცხოვანი ნათესავების შესახებ არავინ არაფერი იცოდა. გოგონა ფაქტიურად "ციდან ჩამოვარდა" მაშინ, როცა ინტერნეტ-ვარსკვლავებმა კონკურენციის გაწევა დაუწყეს ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და შოუ-ბიზნესის მთავარ სახეებს. მსუყე ფორმების მქონე, სექსუალური სომეხი ქალბატონი საოჯახო პორნოვიდეოს წყალობით გახდა პოპულარული. რამდენიმე წელიწადში კარდაშიანების ოჯახმა კიმის დედის, კრის ჯენერის მეთაურობით, ფაქტიურად დაიპყრო შოუ-ბიზნესი: რეალითი შოუ "კარდაშიანების ოჯახი" მსოფლიოში ყველაზე რეიტინგულ სატელევიზიო შოუდ იქცა, კიმ კარდაშიანი კი, რომელიც რეპერ კანიე უესტზე გათხოვდა, თანამედროვეობის "ყველაზე მთავარი ვარსკვლავი" გახდა.
გლამურული ჟურნალები თავიდან არც კი აღიარებდნენ კიმის არსებობას, თუმცა გოგონა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ამ ტაბუს დარღვევა მათაც მოუწიათ: მუქთმიანი ლამაზმანი მეუღლესთან ერთად პირველად ამერიკული Vogue-ის გარეკანზე გამოჩნდა.
ამჟამად 34 წლის კიმ კარდაშიანი და კენიე უესტი ორი წლის ქალიშვილს, ნორტს ზრდიან, დეკემბერში კი ვაჟიშვილის დაბადებასაც ელოდებიან.