საზოგადოება "ჟურნალისტები "რუსთავი 2 - ს" ტოვებენ" ისეთივე სიმართლეა, როგორც ლევან ბერძენიშვილია მკვდარი! ( "ღმერთმა დღეგრძელად გამყოფოთ, ბატონო ლევან)" - გიორგი ლაფერაშვილი 2015, 30 ოქტომბერი, 14:52 რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტები ტოვებენ. გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი. - "ჟურნალისტები "რუსთავს" ტოვებენ" ისეთივე სიმართლეა, როგორც ლევან ბერძენიშვილია მკვდარი! ( ღმერთმა დღეგრძელად გამყოფოთ, ბატონო ლევან)", - წერს ლაფერაშვილი.
უკრაინული გამოცემა uareview.in.ua-ს მიერ გამოქვეყნებული სკანდალური აუდიო ჩანაწერის შემდეგ გავრცელდა აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სკანდალურ ჩანაწერს ტელევიზია სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. "უპირველეს ყოვლისა ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობრივი სცენარის განვითარებას. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არ უკავშირდება არც ერთი პოლიტიკური ძალის მიზნებს და ჩვენი მიზანია მხოლოდ ის, რომ მოგვეცეს საშუალება სრულფასოვნად შევასრულოთ ჟურნალისტებზე დაკისრებული მოვალეობები, რაც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებას გულისხმობს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედება, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ინიცირებული.“ ჩვენ ვაცხადებთ, რომ შევინარჩუნებთ დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ჩვენი და თავისუფალი სიტყვის დაცვის ერთდაერთი საშუალება მხოლოდ კამერა და მიკროფონია. მოვუწოდებთ სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელობას, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვას ტელეკომპანიის ტერიტორიაზე უცხო პირები, მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები. "- ნათქვამია განცხადებაში.
არხის დატოვებისკენ მოუწოდებს ჟურნალისტებს არჩილ გამზარდია. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, "მათი ფასი კაპიკიც არ იქნება". Facebook/ Archil Gamzardia · "თუ ამ ყველაფრის მერე რუსთავი 2-ის ჟურნალისტები არ დაწერენ განცხადებას და არ წამოვლენ სამსახურიდან, მათი ფასი კაპიკიც არ ღირებულა მაშინ". 130 მოწონება15 კომენტარი მომწონს გააზიარეთ მოსწონს 130 ადამიანს. კომენტარები სხვა 11 კომენტარის ნახვა Giorgi Elizbarashvili9 საათიანი კურიერი რაღაც ნაადრევად შეწყდა, ეს არ აკმარეს ხალხს და წამების მიზნით პროფილიც არ გაუშვეს მომწონს · 4 · 12 სთ. Vano Gumberidzeჟურნალისტები?! წესით ხელმძღვანელი მომწონს · 11 სთ. Tamaz Chikhladze მომწონს · 6 სთ. Ekaterine Kardavaაი, არჩილ, ჩვენი იმედი არ გამართლდა..ალბათ ნახე რუსთავი2 -ის ჟურნალუსტების განცხადება. ეს არის განცხადება განცხადGiorgi Lapherashvili - "ჟურნალისტები "რუსთავს" ტოვებენ" ისეთივე სიმართლეა, როგორც ლევან ბერძენიშვილია მკვდარი! ( ღმერთმა დღეგრძელად გამყოფოთ, ბატონო ლევან)". 140 5-ს მოსწონს
|