სხვა უნდა გავასწოროთ თუ არა საწოლი ადგომის შემდეგ? - ეს ბევრმა არ იცის! 2015, 28 ოქტომბერი, 15:10
თუ მიჩვეული ხართ დილით ადგმისთანავე საწოლის გასწორებას, უმჯობესია, უარი თქვათ სისუფთავესა და წესრიგზე ჩამოყალიბებულ თქვენეულ შეხედულებებზე. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ერთ ჩვეულებრივ საწოლში, რომლის თეთრეულსაც კვირაში ერთხელ ცვლიან და ვიზუალურადაც საკმაოდ სუფთად გამოიყურება, შეიძლება ბინადრობდეს 150 მილიონამდე საწოლის ტკიპა.
საწოლის, იგივე მტვრის ტკიპა იკვებება ადამიანის კანის მკვდარი ნარჩენებით, ოდნავ ნოტიო ლოგინის თეთრეული კი მათთვის იდეალური ადგილია. ღამის ძილის დროს ადამიანის ორგანიზმი განსაკუთრებით აქტიურად გამოყოფს ოფლს, რის გამოც თეთრეული ნოტიო ხდება, ეს კი ტკიპებისთვის ნამდვილი სამოთხეა. სახიფათო არის არა თავად ტკიპები, არამედ მათი გამონაყოფი, რომელიც ხშირად ხდება სხვადასხვა ტიპის ალერგიისა მიზეზი. ქავილი და ასთმური შეტევებიც ხშირად სწორედ საწოლის ტკიპებით არის გამოწვეული. თუმცა ამ პატარა მავნებლებთან ბროლის ძალიან მარტივი მეთოდი არსებობს: საჭიროა უბრალოდ ძილის შემდეგ საწოლის განიავება. საუკეთესო ვარიანტია, თუ საწოლს საერთოდ არ დავალაგებთ და საღამომდე კარგად გავაშრობთ და გავანიავებთ მზეზე. ამ დროს ტკიპების დიდი ნაწილი კვდება. ასე რომ, ნუ იჩქარებთ გაღვიძებისთანავე საწოლის ალაგებას. თუ უკვე გამომუშავებული ჩვევა არ გაძლევთ საშუალებას ლოგინი დაულაგებელი დატოვოთ საღამომდე, ადგომიდან ერთი საათი მაინც დატოვეთ ასე და გაანიავეთ საძინებელი. ასე ჰაერიც გასუფთავდება და საწოლიც. 10529 13-ს მოსწონს 2-ს არა
|