x
image
ვიზა კოხაძე
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ბილ გეითსი აღარ არის

image“მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. წელს, მისი ადგილი ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია „ზარას“ დამფუძნებელმა, ამანსიო ორტეგამ დაიკავა. „ფორბსის“ მიხედვით, მისი ქონება 79, 7 მილიარდს შეადგენს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ესპანელი ბიზნესმენის ქონება 5.2 პროცენტით - 3, 9 მილიარდით გაიზარდა. რაც შეეხება ბილ გეითსს, მან მეორე ადგილზე ჩამოინაცვლა. მისი ქონება ბოლო მონაცემებით, 78, 1 მილიარდ დოლარს შეადგენს
imageimageმესამე ადგილს კი ინვესტორი უორენ ბაფეტი იკავებს 64, 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.imageimage

ამანსიო ორტეგა კომპანია „ინდიტექსის“ მფლობელია. „ინდიტექსი“ „ზარას“, „მასიმო დუტის“, „ბერშკას“, „ფულ ანდ ბეარს“, „სტრადივარიუსის“ და სხვა ტანსაცმლის ბრენდების 6 750 მაღაზიის მმართველი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 88 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, "ზარას" დამაარსებელი,

ამჟამად 79 წლის ამანსიო ორტეგა ესპანეთის მოქალაქეა, დაქორწინებულია, ჰყავს სამი შვილი. ამანსიო დაიბადა ესპანეთში, ლეონში. 4 შვილიდან უმცროსი იყო . გაიზარდა ლეონში (ესპანეთის ერთ-ერთი პროვინცია), ჯერ კიდევ თინეიჯერულ ასაკში მუშად დაიწყო მუშაობა რკინიგზაში, შემდეგ მამაკაცის პერანგების მაღაზიაში მუშაობდა.1975 წელს ამანსიომ გახსნა თავისი პირველი "ზარას" მაღაზია. უნდოდა ზობრა დაერქმია, თუმცა ვინაიდან ეს სახელი დაკავებული იყო ზარა დაარქვა. ერთ მაღაზიას მალე სხვებიც მიჰყვა, ისე ჩქარა ვითარდებოდა ზარას ბიზნესი, რომ ზოგი ამტკიცებდა ორტეგა ამხელა ფულს წამლების ვაჭრობით შოულობსო. დღეისთვის ზარა ინდიტექსის ჯგუფის ნაწილია, მისი 59 % -ის მფლობელი ორტეგაა, ეს კომპანია მოიცავს 6000 -ზე მეტ მაღაზიას და 92 000 დასაქმებულს.ორტეგა უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს, ყავას ისევ იმ მაღაზიაში ყიდულობს, სადაც წლების განმავლობაში ყიდულობდა, ჭამს თავის თანამშრომლებთან ერთად კაფეტერიაში, არ აცვია კლასიკურად, არ ხმარობს ჰალსტუხს, მისი არც ერთი ტანსაცმელი ზარას პროდუქტი არ არის. დღესაც აქტიურ მონაწილეობას იღებს დიზაინის შექმნაში და ტანსაცმლის პროდუქციაში.ორტეგას ხალხში გამოჩენა არ უყვარს, მისი სურათებიც კი არ იბეჭდებოდა 2000 წლამდე.imageამანსიო ორტეგას გამონათქვამები:

  • ბიზნესის მოდელს ყოველთვის მომხმარებელი ქმნის.
  • მე ჩემი ბიზნესის საკუთრება ვარ და არა პირიქით.
  • სამჯერ უნდა გამოჩნდე ჟურნალის ყდაზე, როცა იბადები, როცა ქორწინდები, როცა კვდები.
  • ეცადეთ აცდუნოთ მომხმარებელი: ბოლო მოდით, მშვენიერი დიზაინით, ყურადღებიანი მომსახურეობით.
  • ინოვაცია და მომხმარებლის მიმართ ვალდებულება განსაზღვრავს ჩვენს კორპორაციულ კულტურას.
  • ჩვენი 92 000 თანამშრომლის მოტივაცია, მხოლოდ ერთი ობიექტია.image
0
592
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
592
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0