x
image
ვიზა კოხაძე
ნანკა კალატოზიშვილი ჟურნალისტებს მიმართავს : „დავშორდი და ყველაფერი კარგადაა“

imageყველასთვის მოულოდნელად დღეს ცნობილი გახდა, რომ მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და კალათბურთელი ირაკლი კეიდია ერთმანეთს დაშორდნენ. ნანკა დაშორების მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა ჟურნალისტების საყურადღებოთ „ფეისბუქზე“ შემდეგ სტატუსს აქვეყნებს: „პატივცემულო ჟურნალისტებო ამა ქვეყნისა, მესმის, გაინტერესებთ. მაგრამ მთელი დღე ცოტა დამღლელია ერთი და იგივე კითხვის მოსმენა.ამიტომ წაიკითხეთ ეს პოსტი და მეტს ამაზე საუბარს არ ვაპირებ. დიახ, მართალია. პირველად არ არის ჭორი. დავშორდი და ყველაფერი კარგადაა. მადლობა ყურადღებისთვის. მე აღარ შემაწუხოთ“.

არადა ზუსტად ვიცით, როგორ აინტერესებს საზოგადოებას და არა მარტო ჟურნალისტებს წყვილის დაშორების ზუსტი მიზეზი, რაზეც მსახიობს კატეგორიულად არ სურს კომენტარი გააკეთოს.არც კალათბურთელ ირაკლი კეიდიას ჰყავს მაინც და მაინც ჟურნალისტები და ყვითელი პრესა განებივრებული ინტერვიუებით. ამიტომაც უცნობი რჩება დაინტერესებული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, თუ რა მიზეზით დაინგრა კიდევ ერთი ოჯახი, თუმცა ნანკა და ირაკლი ოფიციალურ ქორწინებაში არც კი იმყოფებოდნენ ერთმანეთთან.

0
673
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
673
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0