საზოგადოება " ღმერთო, ეს რა ხდება ჩვენს თავს, ეს 90 - იანები კი არა, სიცილიაა ჩვეულებრივი..." - დღეს თბილისში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას "ფეისბუქზე" ეხმაურება ხატია სიჭინავა 2015, 29 სექტემბერი, 0:32 კარგი რომ არაფერი ხდება ქვეყანაში და ბოლოს დროს ძალიან მომრავლდნენ თავდამსხმელებიც და კრიმინალმაც იმატა, ამაზე არავინ დაობს. მაინც რა ხდება საქართველოს დედაქალაქში დღისით, მზისით? რატომ ესხმიან თავს ახალგაზრდები ერთმანეთს და სასიკვდილო თუ არა, ხშირ შემთხვევაში სერიოზულ ჭრილობებს აყენებენ ერთმანეთს?
სოციალური ქსელი აჭრელებულია ვაკეში, კერძოდ კი აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი ფაქტით, რომელსაც უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, რადგან გასროლა დღის საათებში მოხდა და ოთხჯერ გასროლის შედეგად ორი ახალგაზრდაა დაჭრილი. როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ირკვევა, შეიარაღებული ახალგაზრდა სავარაუდოდ სკოლის მოსწავლე, დაახლოებით 16 - 17 წლის ბიჭია და დაუზუსტებელი ინფორმაციით თავდასხმის მიზეზი ბიზნესინტერესები სახელდება. თუმცა სამართალდამცავებს ვიდეო ჩანაწერის სრული ვერსია გააჩნიათ და ალბათ მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის ვინ და რატომ ჩაიდინა დანაშაული ასეთ ხალხმრავალ ადგილას.
მომხდარს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ხატია სიჭინავა ეხმაურება, რომელმაც სტატუსი გამოაქვეყნა და ასობით კომენტარი მოჰყვა მის პოსტს, სადაც საზოგადოება აღშფოთებას ვერ ფარავს. აი, რას წერს ხატია სიჭინავა; - " სროლის ხმაზე მივხვდით, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა... აბაშიძეზე ბიჭები ჩაცხრილეს... ღმერთო, ეს რა ხდება ჩვენს თავს, 90 - იანები კი არა, სიცილიაა ჩვეულებრივი".
სისხლიანი დაპირისპირება და გარჩევა მოხდა ავჭალაშიც, სადაც ორი ახალგაზრდა დაიჭრა.შემთხვევის ადგილზე სამი ახალგაზრდა იმყოფებოდა და დაჭრა იმ დროს მოხდა, როცა ერთ - ერთი საპირფარეშოში იყო.დაჭრილი ორი ახალგაზრდიდან ერთ - ერთის მდგომარეობა რთულია, რომელსაც ბარძაყის, ფილტვის და ხელის არეში აქვს მიყენებული ჭრილობები.
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი გასროლით დაიჭრა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რესპუბლიკურშია გადაყვანილი. გასროლა ყაზბეგის გამზირზე მოხდა და როგორც აცხადებენ, დაშავებულს ქვედა კიდურებზე შემავალი ჭრილობები აღენიშნება. P.ს.რაც მტერმა ვერ დაგვაკლო ქართველებს, ახლა ერთმანეთის ხოცვა – ჟლეტით უნდა დავკავდეთ? ვაი ღმერთო, ერთადერთი შენ ხარ ჩვენი ერის მფარველი. 204 5-ს მოსწონს
|