x
image
ვიზა კოხაძე
ქართველი დიზაინერის ანუკი არეშიძის სულისშემძვრელი სტატუსი " ფეისბუქზე"


imageდღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 22 წელი გავიდა.მოგეხსენებათ, ცნობილი დიზაინერი და ენერგეტიკის მინისტრის მეუღლე ანუკი არეშიძე სოხუმელია და მისთვისაც გარკვეული კვალი დატოვა იმ ავადსახსენებელმა დღეებმა, მიუხედავად იმისა, რომ ანუკი მაშინ ძალიან პატარა იყო. აი, რას წერს 22 წლის შემდეგ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ანუკი არეშიძე: - " მართალია ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ დედის ემოცია, როდესაც იხსენებს სოხუმის დაცემას უდიდეს ემოციებს იწვევს ჩემში. ჩემი უფროსი ძმა ჩვილი იყო, როდესაც მამამ დედას სთხოვა საჭირო ნივთები გაემზადებინა, რადგან ის ომში მიდიოდა. მიზეზი ძალიან მარტივი იყო - ქვეყნის ერთიანობა.ორი ბიჭი მეზრდება და როცა ისინი გაიზრდებიან აუცილებლად მკითხავენ: თუ რა გავაკეთე მე ქვეყნისთვის როცა მას უჭირდა?- ან ვუპასუხებ რომ ყველაფერი, ან იქ დავრჩები.მამაჩემს ომში დედაჩემის ორივე ძმა გაჰყვა. ბაბუაჩემი კი ჯარისკაცებს თბილ ტანსაცმელს და საჭმელს უგზავნიდა. ბიჭიკოც წავიდოდა ომში, ასაკს რომ შეეწყო ხელი. მართალია მე სოხუმში არ ვარ ნამყოფი, მაგრამ ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე...მამა 2 კვირა დაკარგული იყო. თუმცა ღვთის წყალობით ის დაბრუნდა, დაჭრილი, მაგრამ ცოცხალი. დღეს ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობს და ომის კადრებსაც ვერ უყურებს. მისმა ბიჭებმა კი იციან, რომ სახლში ნამდვილი ჯარისკაცი ჰყავთ, რომელმაც ყველაზე ბოლოს დატოვა სოხუმი" - წერს ანუკი არეშიძე " ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.imageშეგახსენებთ, რომ 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორების თაობაზე დაარღვია და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად.სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღე მიმდინარეობდა. აფხაზურ - რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და ჩეჩენთა შეიარაღებულმა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე 27 სექტემბერს იერიში მიიტანეს და ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი ტყვედ აიყვანეს, შემდეგ კი ყველა დახვრიტეს.ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 1992 - 1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას 10 - ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.300 000 აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა.
imageP.შ.მარტო ასეთი სულისშემძვრელი პოსტისთვის გაახაროს და დალოცოს უფალმა ყველასათვის საყვარელი ქართველი წყვილის დიდებული ოჯახი.





0
72
7-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0