x
image
ვიზა კოხაძე
ქართული სატელევიზიო სივრცის ყველაზე პოპულარულმა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ დედაქალაქი დატოვა და საცხოვრებლად სოფელში გადავიდა ( + ფოტოები " ფეისბუქიდან" )

imageქართულ ტელევიზიას ნამდვილად აკლია ყველაზე პოპულარული, ყველაზე რეიტინგული და ყველაზე ხმაურიანი ( რა თქმა უნდა კარგი გაგებით) ინგა გრიგოლია.ის თუ ერთადერთი არა, ერთ - ერთი ღირსეული და პროფესიონალი ჟურნალისტი გახლვთ ჩვენს რეალობაში.მაგრამ ჯერ კიდევ გასულ თვეში გრიგოლიას ყველაზე რეიტინგული გადაცემა " რეაქცია" დახურეს და დახურეს ისე, რომ განმარტება დღემდე არავის მიუცია საზოგადოებისთვის, არა და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ნახევარზე მეტს აქამდე აინტერესებს სად წავიდა? რატომ წავიდა? როდის გავა ეთერში მათთვის საყვარელი ჟურნალისტის სატელევიზიო თოქ - შოუ და გავა კი? როგორც ჟურნალისტმა არა ერთხელ განუცხადა მაყურებელს პირდაპირ ეთერში, რომ ეს იყო " წმინდა წყლის პოლიტიკური დაკვეთა. სხვა შემთხვევაში რეიტინგული გადაცემის ასე მოულოდნელად დახურვის გადაწყვეტილებას გონიერი ხელმძღვანელობა არ მიიღებდა" - ო. მაგრამ ფაქტი კი სახეზეა. ინგა გრიგოლიამ ტაიმ - აუტი აიღო და გადაწყვიტა გარკვეული დროით ყველასა და ყველაფრისგან დასვენება. ამას ( "ღვთისგან ბოძებული საჩუქარი" ნაკლები ნერვიულობის და განტვირთვის მიზნით) დაემატა. ცნობისათვის ტელეწამყვანმა ფეხი მოიტეხა და ტრამვის გამო რამდენიმე თვე ისედაც " გიფსში" ექნება შეხვეული.

მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ტრავმირებულია, ის სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და დღეს გრიგოლიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა. მის პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.( ტექსტს უცვლელად გთავაზობთ): - "დროებით გადმოვცხოვრდი სოფელში, სანამ სამსახურს ვიშოვი და ვარ ჩვეულებრივ სამოთხეში… ხანდახან, მგონი უმუშევრობაც მაგარია. მანდ საქმე აღარ მაქვს ჯერ-ჯერობით. უზარმაზარი ბარგით ჩამოვედი… მე აქ ვიქნები დიდი ხანი… ჯერ-ჯერობით, მიწათმოქმედებით ვაპირებ დავკავდე… ახლა პომიდორს დავთესავ და მერე დამჭირდებით… მე იძულებითი შვებულებით აღმოვჩნდი აქ. თუმცა, სინამდვილეში ვგიჟდები სოფელზე" - წერს ჟურნალისტი.

ფოტოები ინგა გრიგოლიას ფეისბუქიდან:imageimageimageimageimageimageimageimageimageP. S. მალე გამოჯანმრთელება და მარადიული ბედნიერება მინდა ვუსურვო ქართული სატელევიზიო სივრცის ვარსკვლავს ინგა გრიგოლიას და რჩევა მინდა მივცე, რომ პომიდორი შემოდგომაზე არ ითესება, მხოლოდ ადრე გაზაფხულზეა შესაძლებელი პომიდვრის დათესვა.









0
169
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0