შოუბიზნესი ვიქტორია ბეკჰემს შარვალში "გაეპარა"?! - სკანდალური ფოტოები და ვიდეო 2015, 24 სექტემბერი, 14:09 ![]() ვიქტორია ბექჰემმა მეუღლესთან ერთად, მის ლონდონურ ბუტიკში წვეულებას უმასპინძლა და როგორც ჩანს ზომაზე მეტი დალია. პაპარაცების მიერ გადაღებულ სკანდალურ ფოტოებსა და ვიდეოში ჩანს, რომ ნასვამი დიზაინერი მეუღლეს, დევიდ ბეკჰემს შენობიდან ხელჩაკიდებული გამოჰყავს. კიბეებზე ჩამოსვლისას ვიქტორია თავს ვერ იკავებს და წონასწორობის შესანარჩუნებლად მეუღლეს ხელზე ეყრდნობა. დევიდ ბექჰემის დასვრილი ტანსაცმელიც ადვილი შესამჩნევია. ![]() ![]() პიკანტურმა ფოტოებმა ლონდონში უკვე დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ „პიკანტურ ადგილზე“ არსებული ლაქა სასმელი სულაც არ იყო და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალბატონს სიმთვრალეში უბრალოდ „გაეპარა“. ![]() ![]() „ეს იყო უბრალოდ უხერხულ ადგილზე დაღვრილი სასმელი - ფანტასტიკური ღამის შედეგი და, საბედნიეროდ, არა ის ინციდენტი, რაც შესაძლოა გაიფიქრეთ“, – განაცხადა ბექჰემების პრესსპიკერმა. იხილეთ ვიდეომასალა: 1636 6-ს მოსწონს
|