x
image
ვიზა კოხაძე
ნანუკა ჟორჟოლიანი: - "... ირაკლისთან უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი..."

imageქართული სატელევიზიო სივრცის ერთადერთი თუ არა ერთ - ერთი ყველაზე ხმაურიანი და " სკანდალების" უზომოდ მოყვარული ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ორი დღეა საზოგადოებისთვის ჩვეულ ყურადღების ცენტრშია. მნიშვნელობა არა აქვს, სოციალურ ქსელში რა სტატუსს ან სკანდალურ განცხადებას გააკეთებს ერეკლე კოდუას აწ უკვე ყოფილი მეუღლე, მაინც დღის მნიშვნელოვან სიახლედ ითვლება ხოლმე და ათასობით მკითხველიც ნამდვილად ჰყავს მასზე გამოქვეყნებულ სტატიებს. ახლა სრული სენსაცია მოხდა, როცა ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ქმარს ერეკლე კოდუას უკვე 6 თვეა დაშორდა.სრულიად ყველას გასაკვირად, მოახერხა პოპულარულმა ჟურნალისტმა და 6 თვიანი დაშორების შესახებ მხოლოდ ახლა აუწყა საზოგადოებას არა და მხოლოდ უახლოესმა სამეგობრომ კი არა, ქართული შოუბიზნესის თითქმის ყველა წარმომადგენელმა იცოდა წყვილის დაშორების შესახებ, მაგრამ აქამდე ყველა დუმდა.imageimageimage
imageimageაი, რას აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალ " სარკესთან" მიცემულ ინტერვიუში: ( ტექსტს უცვლელად გთავაზობთ) - " მე და ირაკლი ერთმანეთს დავშორდით, მაგრამ არც გუშინ და არც გუშინწინ, დაახლოებით 6 თვის წინ. ეს ამბავი ირაკლის და ჩემს მტრებს დიდად ნუ გაუხარდებათ, რადგან ვიდრე ეს მტრებს წარმოუდგენიათ.

ჩვენ ძალიან ახლო მეგობრებად დავრჩით. მე ვიქნები მისი პრობლემების გვერდით, როგორც მისი მეგობარი. ირაკლისთან უმაგრესი წლები, უმაგრესი წუთები, წამები მაკავშირებს, უბრალოდ ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებაში აღარ ვართ, როგორც ქალი და მამაკაცი, თორემ როგორც ადამიანები, ერთმანეთის ცხოვრებაში დავრჩით.
ასე რომ, ჩემი მტრები ძალიანაც ნუ გაიღიმებენ, მე და ირაკლი, როგორც ქალი და მამაკაცი, თუ დავშორდით ერთმანეთს, ამას მხოლოდ ჩვენ ვგრძნობთ. რაც შეეხება ჩვენს მეგობრობას, ეს უცვლელია და ბოლომდე ასე დარჩება".imageimage


0
402
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
402
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0