მათზე იშვიათად წერენ ჟურნალებში, არც ცნობილები არიან. თუმცა მათი სახის ნაკვთებში არის რაღაც ძალიან ცნობილი, რაღაც რაც ვიღაცას გვაგონებს... ამ სტატიაში 12 ვარსკვლავზე და მათ მეტ-ნაკლებად ცნობილ დედმამიშვილებზე ვისაუბრებთ.
1. დუგ პიტი და ბრედ პიტი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811071746204.jpg)
დუგლას პიტი, თავისი უფროსი ძმისგან განსხვავებით, ცნობილი მსახიობი არ არის, სამაგიეროდ ამერიკაში გავლენიანი ბიზნესმენი, ფილანტროპი და რამდენიმე საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელია.
2. ანტონია კიდმანი და ნიკოლ კიდმანი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811095446204.jpg)
თავისი ცობილი დასავით მომხიბვლელი ანტონია კიდმანი წარმატებული ავსტრალიელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანია.
3. ჯეიმს ჰეივენი და ანჯელინა ჯოლი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811101646204.jpg)
ჯეიმს ჰეივენი, რომელმაც დიდი როლი შესარულა უმცროსი დის წარმატებულ კარიერაში. თავისი პირველი როლები ანჯელინამ სწორედ ძმის, კინემატოგრაფიული ხელოვნების სკოლის სტუდენტის მოკლემეტრაჟიან ფილმებში შეასრულა.
4. ალექს უოტსონი და ემი უოტსონი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811103346204.jpg)
ემა უოტსონის უმცროსი ძმა, ალექსი, თითქმის დის "მამაკაცური" ვერსიაა. ბიჭურა "ჰარი პოტერის" ერთ-ერთ სერიაში გამოჩნდა ეპიზოდური როლით. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სამსახიობო კარიერაა მას ნაკლებად გამოსდის. სამაგიეროდ, სამოდელო ბიზნესში წარმატებებს აღწევს.
5. ჰანტერ იოჰანსონი და სკარლეტ იოჰანსონი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811105746204.jpg)
ჰოლივუდის მსახიობ სკარლეტ იოჰანსონს ტყუპისცალი ძმა, ჰანტერი ჰყავს. მათ კინოკარიერა ერთად დაიწყეს ჯერ კიდევ ბავშვობაში, მაგრამ მოგვიანებით ჰანტერმა კინოს პოლიტიკა არჩია. დღეისთვის იგი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ჯგუფში მუშაობს.
6. ლი ენ დევეტი და ტომ კრუზი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811111446204.jpg)
ლი ენი ტომის უფროსი ძმაა. იგი პუბლიცისტიკითაა დაკავებული. გარკვეული დროის მანძილზე ძმის მდივანიც იყო.
7. მონიკა კრუსი და პენელოპა კრუსი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811113046204.jpg)
სამშობლოში, ესპანეთში, მონიკა კრუსი პენელოპაზე არანაკლებ პოპულარულია. იგი არა მხოლოდ მსახიობი, არამედ საკმაოდ წარმატებული მოცეკვავე და ტანსაცმლის დიზაინერიცაა.
8. ნატაშა ლოუ და ჯუდ ლოუ
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811114646204.jpg)
ჯუდის უფროსი და, ნატაშა საკმაოდ წარმატებული გრაფიკული დიზაინერი და მხატვარია.
9. ლიზი და ვიქტორია პატინსონები და რობერტ პატინსონი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811120146204.jpg)
ლიზი და ვიქტორია რობერტ პატინსონის უფროსი დები არიან. ლიზი მომღერალია, მონაწილეობდა შოუში X-Factor-ი და რამდენიმე სიმღერაც კი ჩაწერა ფილმისთვის "ბინდი". ვიქტორია კი წარმატებული ბიზნესლედია.
10. მაიკლ კუტჩერი და ეშტონ კუტჩერი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811122246204.jpg)
მაიკლი და ეშტონი ტყუპები არიან. ბავშვობაში მაიკლმა გულის ოოპერაცია გადაიტანა. იგი მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო. დღეს იგი მუშაობს ერთ-ერთ ორგანიზაციაში, რომელიც ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ფულის შეგროვებითაა დაკავებული.
11. ლინდა ლოპესი და ჯენიფერ ლოპესი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811123946204.jpg)
ლინდა, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით Ly-Lo, აშშ-ში ცნობილი ჟურნალისტია. გასულ წელს იგი დაჯილდოვდა პრემიით "ემი" .
12. ჯონათან ფერტი და კოლინ ფერტი
![ვარსკვლავები, რომლებიც ძალიან გვანან
თავიანთ დედმამიშვილებს (+ფოტოები) image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201509/2015091811130046204.jpg)
ჯონათან ფერტი თამაშობს თეატრში, მონაწილეობს სატელევიზიო დრამებში, მოღვაწეობს რადიოში.