საზოგადოება "უკვე 3 კვირაზე მეტია ახალშობილი ტყუპების გვამები ღუდუშაურშია დატყვევებული და მშობლებს ეუბნებიან მინისტრი გვიკრძალავს და სასამართლოს მიმართეთო" 2015, 17 სექტემბერი, 10:28 "ახალი სიცოცხლეს" დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი ფეისბუქზე სკანდალურ პოსტს აქვეყნებს. – "მნიშვნელოვანი ინფორმაცია თეა წულუკიანის ''საქმენი საგმირონის '' შესახებ! ჟურნალისტების საყურადღებოდ. იმის შესახებ რომ სამოქალაქო რეესტრში არავინ არაფრის გაგებაში არ არის ადრეც მოგახსენებდით. თუმცა მათი არაპროფესიონალიზმი სრულ მაზოხიზმში გადაიზარდა უკვე. რაღაც ერთწინადადებიანი ბრძანების გამო ( რომლის შეცვლა იუსტიციის მინისტრს ერთი ხელის მოსმით შეუძლია ) რომ 5-6 თვეა სასამართლოს კარზე ყავს დაყენებული მშობლები ამას შევეგუეთ უკვე. ეხლა კი მოხდა ის რომ ერთ ერთ ოჯახს ახალშობილი ტყუპებიარდაეცვალა და წულუკიანის ბრძანების თანახმად დაღუპულ ბავშვებს მშობლებს არამარხინებენ . უკვე 3 კვირაზე მეტია ახალშობილი ტყუპების გვამები ღუდუშაურშია დატყვევებული და მშობლებს ეუბნებიან მინისტრი გვიკრძალავს და სასამართლოს მიმართეთო. ესეიგი, მშობლებმა რომ დაღუპული შვილები დამარხონ ამისათვის 5 თვე სასამართლოს კარზე უნდა იდგენენ? ეს არის არაპროფესიონალიზმი და სრული მავნელობა . ვთხოვ ჟურნალისტებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით . მივიდნენ და ნახონ, და საზოგადოებასაც ანახონ წულუკიანის მიერ დატყვევებული გვამები და შემდეგ განამარტინონ ქალბატონს, გაეროს რომელი კონვენცია კარნახობს ასე მოქცევას!!!"- წერს კუკუნაშვილი.
სამინისტროს პრეს სამსახურმა კი ასეთი შინაარსის პასუხი გასცა:
- "ოჯახს ცხედრების გადასვენების პრობლემა არ აქვთ.
- ეს ტყუპები სუროგაციის შედეგად დაიბადნენ, მათ ოჯახს პატარების ცხედრების გადასვენებაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ. სოციალურ სამსახურს და სერვისების განვითარების სააგენტოს არანაირი პრობლემა არ აქვთ, რომ შესაბამისი პროცედურები მოაგვარონ. რის შემდეგაც მიეცემათ პატარების ცხედრების გადასვენების საშუალება."
P.საინტერესოა, სამი კვირის განმავლობაში რას აკეთებდა სოციალური სამსახური ან სერვისების განვითარების სააგენტო და რატომ არ მოაგვარეს ე.წ. " შესაბამისი პროცედურები", რაზეც სამინისტროს პრეს სამსახური პასუხობს? 191 6-ს მოსწონს
|