ქალი და მამაკაცი "გარეთ გამოდით ეშმაკებო! იესო ქრისტე დაიბადა!" - ამ შეძახილით სასიკვდილოდ დაჭრა მორგან ფრიმანის შვილიშვილი რეპერმა " ბოიფრენდმა" ( + ვიდეო ) 2015, 17 აგვისტო, 12:10 " გარეთ გამოდით ეშმაკებო" - ცნობილი რეპერი და ამავე დროს არა ერთხელ ნარკომანიის ბრალდებით ნასამართლევი 33 წლის E'Dena Hines - მა კვირას ნიუ იორკის ქუჩაში საკუთარ სახლში დანით სასიკვდილოდ დაჭრა ცნობილი მსახიობის მორგან ფრიმანის 30 წლის შვილიშვილი ლამარ დევენპორტი, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავს პირველი ქორწინებიდან ანუ ჟანეტისგან ჰყავდა. თვითმხილველთა გადმოცემით, მკვლელმა რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სხეულის სხვადასხცვა უბანზე გარდაცვლილს და გამეტებით ურტყამდა დანას.რეპერი ბოიფრენდი მანჰეტენზე დააკავა პოლიციამ იმ დროს, როცა ის შეშლილი და არაადეკვატური ადამიანი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა: - " იესო ქრისტე დაიბადა". ექსპერტების თქმით, მას კოკაინის გადამეტებული დოზა ჰქონდა მიღებული. თვითმხილველი, 65 წლის ჯორჯ ჰუდასკო მკვლელობის ფაქტს აღწერს და ინტერვიუში აცხადებს, რომ მან სასწრაფოდ გამოიძახა 911. მისი თქმით, მკვლელი ყვიროდა: - " გარეთ გამოდით ეშმაკებო!". მსახიობი და რეპერი ისტორიაში ცნობილია, როგორც აგრესიული ნარკომანი, რისთვისაც სასჯელს იხდიდა კიდეც. ის კოლუმბიის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს ფსიქოლოგიური ტესტირების ჩასატარებლად, ამის შემდეგ მოხდება მისი დაკითხვა - წერს წყარო. მის ჰაიმსი, რომელიც სამყაროს მოევლინა მორგანის პირველი ცოლის ჯანეტ ადერ ბრედშოუსგან, მუდამ თან ახლდა სახელოვან ბაბუას წითელ ხალიჩაზე, გარდა ამისა, ის ფილმშიც მონაწილეობდა ბაბუასთან ერთად.78 წლის ვარსკვლავმა პრესასთან ინტერვიუში განაცხადა: - " ძალიან სამწუხაროა, რომ მსოფლიო ვერასოდეს გაიგებს მის მხატვრულ ნიჭსა და უნარს, მის არტისტიზმსა და ტალანტს.მისი ვარსკვლავი ჩვენს გულებში გაგრძელდება, ვილოცოთ მისთვის"!. 370 8-ს მოსწონს
|