x
image
ვიზა კოხაძე
ბრიტანეთის პირველი სერიული მკვლელი ქალი
imageბრიტანული წარმომავლობის მერი ენ კოტონი 1832 წელს დაიბადა დარემის საგრაფოში in Low Moorsley. ისტორია მოგვითხრობს, რომ ის პირველი სერიული მკვლელი იყო XIX საუკუნის ინგლისში.როგორც წყარო წერს, პირველად ის 20 წლის ასაკში დაქორწინდა უილიამ მოუბრეიზე 1852 წელს და ცოლ - ქმარი მარტო დასახლდა დევონის საგრაფოში. მათ ხუთი შვილი შეეძინათ, რომელთაგან ოთხი კუჭის ცხელებითა და კუჭის ტკივილით გარდაეცვალათ.კიდევ სამი შვილი გააჩინეს, მაგრამ სამივე იგივე დაავადებით გარდაიცვალნენ.1865 წელს 39 წლის ასაკში უილიამსიც მოკვდა.

image

მერი ენ კოტონის მეორე ქმარი ჯორჯ უორდიც, რომელთანაც ქალი რამდენიმე წელი ცხოვრობდა და რომელიც 33 წლის იყო, კუჭის პრობლემებით გარდაიცვალა.მეორე ქმრის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ორი შვილიც კუჭის ციებ - ცხელებით დაიღუპნენ.ადგილობრივი პრესა აქტიურად წერდა ამ ქალბატონის შესახებ, რომელსაც ყოველწლიურად ქმრები ( ცნობილია, რომ მერი ენ კოტონს სულ სამი ქმარი ჰყავდა და სამივე ერთი და იგივე დაავადებით სრულიად ახალგაზრდები გამოეთხოვენ სამყაროს ), შვილები და ბავშვების რაოდენობა 10 - ს აღემატებოდა, შეყვარებულები, მეგობრები, ვისთანაც კი ღამე გაუთევია და ბოლოს დედა. ყველა მათგანი კუჭის ციებ - ცხელებას გადაჰყვა.image

წყაროს ინფორმაციით, მერი ენ კოტონი რთულ პირობებში აღიზარდა, ის მხოლოდ 9 წლის იყო, მამა რომ შახტაში ავარიით დაეღუპა, მამინაცვალთან ერთად ცხოვრებას ამჯობინა სახლის მიტოვება და მკერავად დაიწყო მუშაობა.image


ქალს, რომელმაც დაუნდობლად და ხელისაუკანკალებლად ამდენი ახლობელი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დევონის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა და 1873 წლის 24 მარტს ის დარიშხანით გარდაიცვალა ციხეში, ნელ ნელა დალია სული და საბოლოოდ დადგინდა, რომ "შავ ქვრივად" წოდებული ბრიტანეთის პირველი სერიული მკვლელი ქმრებს, შვილებს, მეგობრებს და დედას დარიშხანით წამლავდა.imageimage


0
62
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0