საზოგადოება იფიქრებდით, რომ ეს შემზარავი მკვლელობა საქართველოში და ისიც ქალის ხელით მოხდებოდა? 2015, 6 აგვისტო, 20:34 ბოლო დროს უამრავი სიმახინჯისა თუ " გადაგვარებული" ადამიანების მიერ ჩადენილ სასტიკ და შოკისმომგვრელ ფაქტებზე ვკითხულობთ სტატიებს: ზოგი გერზე ქორწინდება და ამით თავსაც კი იწონებს, ზოგი სასტიკ დანაშაულს ჩადის და შემდეგ კი კვალის არევას ცდილობს და ეს ყველაფერი საუბედუროდ საქართველოში ხდება.
თითქმის 10 თვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სამტრედიის რაიონში, სოფელ ნინუაკუთხეში მოქალაქე მზია გელაძემ ნათესავის ლელა ახალაძის 4 წლის შვილი ლიზი შენგელია საკუთარ სახლში წაიყვანა, რასაც მანამდეც ჰქონია ადგილი და გასული წლის 28 ოქტომბერს მცირეწლოვანი ბავშვი მკვლელმა საკუთარ საძინებელში დააძინა, შემდეგ კი დაახლოებით 22 საათზე მძინარე ბავშვს პირზე ხელის დადებით განზრახ მოუსპო სიცოცხლე. მეზობლების განცხადებით, საღამოს ლიზა გელაძის ეზოში თამაშობდა, მხიარულად დარბოდა და კისკისებდა.
სასამართლომ მზია გელაძეს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.ამის შესახებ განცხადება პროკურატურამ გაავრცელა.ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გაიზიარეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოთხი წლის ლიზა შენგელიას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მზია გელაძე დამნაშავედ ცნეს.
მოკლული ლიზი შენგელიას დედა აცხადებდა: - " ოჯახის ახლობელმა მზია გელაძე - ნინუამ რამდენჯერმე მოგვაკითხა სახლში ბავცშვი გამატანეთო და ჩვენც გავატანეთ.არასდროს აგრესიული არ ყოფილა მის მიმართ. საღამოს დამირეკეს, რომ ბავშვი აღარ იყო. რომ მივედი, ბავშვი საწოლზე მკვდარი ესვენა და ოჯახის წევრები თავზე ადგნენ.თვითონ აღიარა, რომ ბავშვი მოკლა, მაგრამ როგორც ვიცი, ამ ამბავს მისი შვილიც შეესწრო. თავიდან ჩემი პატარა გაექცა, თუმცა მალევე დაიჭირა და გაგუდა.ვითხოვ. ოჯახის ყველა წევრი დაისაჯოს, რაგდან ისინიც თანამონაწილეები არიან".მომხდარზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყეს სამართალდამცველებმა და მალევე ჩატარებული ეფექტური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ეს სასტიკი და შემზარავი მკვლელობა მზია გელაძემ ჩაიდინა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მზია გელაძე გასული წლის 12 ნოემბერს დააკავეს. დღეს კი მას საბოლოო განაჩენი გამოუტანეს.
P.შ.სამწუხაროა, რომ ასეთი ამბების მოთხრობა ჩვენს თანამოქალაქეებზე გვიწევს, ადამიანებზე, რომელთათვისაც მორალზე და ზნეობაზე საუბარი ზედმეტიცაა. 230 6-ს მოსწონს
|