შოუბიზნესი ვარსკვლავი ქალბატონები რომლებიც მეუღლეებზე ბევრად უფროსები არიან 2015, 14 ივლისი, 15:33 მეუღლეებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა სრულიად მიღებული ფენომენი იყო გასული საუკუნისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მამაკაცი იქნებოდა. თანამედროვე საზოგადოებაში კი, ფემინიზმისა და ემანსიპაციის ეპოქაში საწინააღმდეგო ტენდენციაც სრულიად კანონზომიერია. ამაში არც არაფერია გასაკვირი: პლასტიკური ქირურგიისა და კოსმეტიკის წყალობით ქალები ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებიან და, შესაბამისად, თავს უფლებას აძლევენ საინტერესო კანდიდატი ახალგაზრდებიდან შეარჩონ. ასე იკიდებს ფეხს ახალი ტენდენცია, რომელსაც უკვე საკუთარი ტერმინოლოგიაც გააჩნია, მაგალითად, ასაკოვანი ქალბატოის ახალგაზრდა ბოიფრენდს toyboy-ს (ბიჭუნა-სათამაშო) ეძახიან, ხოლო ქალებისთვის, რომლებიც ახალგაზრდა საყვარლებზე არიან "სპეციალიზებული", ამერიკელებმა მოიფიქრეს ცნება cougar, რაც დაახლოებით, "მტაცებელს" ნიშნავს". 1. კორტნი კოკსი (სურათზე:კორტნი კოკსი და ჯონი მაკდეიდი) აღნიშნული მოვლენა იმდენად მასშტაბურია, რომ მასზე სერიალებსაც კი იღებენ. ერთ-ერთი მათგანი, "მტაცებელთა ქალაქი" (Cougar Town) უკვე მეექვსე სეზონია, რაც წარმატებით გადის. მთავარი პერსონაჟის, ქმარს გაშორებული 40 წლის ლამაზმანის როლის შემსრულებელი, კორტნი კოკსი ბევრი რამით წააგავს თავის ეკრანულ სახეს. ჯერ კიდევ "მეგობრები"-ს გადაღებისას მსახიობი ცოლად გაჰყვა 7 წლით უმცროს კოლეგას, დევიდ არკეტს. მათი ქორწილი 10 წელი გაგრძელდა. განქორწინების შემდეგ კორტნიმ შეხვედრა დაიწყო ჯგუფ Snow Patrol-ის გიტარისტთან, თავისზე 12 წლით უმცროს ჯონი მაკდეიდთან. გასულ წელს მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს, თუმცა გავრცელებული ხმების თანახმად, წყვილმა უკვე საიდუმლოდ იქორწინა კიდეც. 2. სუზან სარანდონი მისი ბოიფრენდი მეწარმე ჯონათან ბრიკლინია, რომელიც ქალზე 30 წლით უმცროსია. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ ხმა დაირხა, თითქოსდა წყვილი ერთმანეთს დაშორდა 5 წლის თანაცხოვრების შემდეგ, ამის მტკიცება ჯერ არავის შეუძლია. 3. მადონა 54 წლის ამერიკელმა მომღერალმა თავადვე აღიარა, რომ ახალგაზრდა ბიჭები მოსწონს, რადგან მათ გვერდით თავს უფრო ახალგაზრდად გრძნობს. ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ პოპ-დივას რჩეული გახდა მოცეკვავე ბრახიმ ზაიბატი, რომლის დედაც თავად მადონაზე 8 წლით უმცროსია. მანამდე კი იგი ხვდებოდა ხესუს ლუსს, რომელზეც 22 წლით უფროსი იყო. 4. ალა პუგაჩოვა რუსული ესტრადის პრიმადონა თავის მეუღლეზე, პოპულარულ პაროდისიტსა და შოუმენზე, მაქსიმ გალკინზე 27 წლით უფროსია. ვარსკვლავური წყვილი 2011 წელს დაქორწინდა. 37 წლის გალკინი აცხადებს, რომ ქორწინების შემდეგ უფრო ბედნიერი გახდა. თუმცა სულ ახლახანს გავრცელდა ხმები, რომ მაქსიმი მაინც ღალატობს 64 წლის მეუღლეს ნაკლებად ცნობილ უკრაინელ მოდელთან. 5. შერონ სტოუნი 54 წლის ჰოლივუდის მსახიობმა, შერონ სტოუნმა დაამტკიცა, რომ სიყვარული ასაკში 27 წლიანი სხვაობის არსებობის დროსაც კი შესაძლებელია. ლამაზმანის შეყვარებული, მარტინ მიკი სულ რაღაც 27 წლისაა და სულაც არ ერიდება საჯაროდ გამოხატოს შერონის მიმართ თავისი გრძნობები. 6. ჯენიფერ ლოპესი 43 წლის მომღერალი და მსახიობი, ჯენიფერ ლოპესი 26 წლის მოცეკვავეს, კასპერ სმარტონს ხვდება. ვარსკვლავურ წყვილს სულაც არ ეუხერხულება ასაკში 18 წლიანი სხვაობა, პირიქით, ლოპესი და სმარტი ძალიან ჰარმონიულად გამოიყურებიან ერთად. 7. დებორა-ლი ფერნესი 57 წლის ავსტრალიელი მსახიობის, დებორა-ლი ფერნესის რჩეული გახდა ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი, ჰიუ ჯეკმანი, რომელიც მასზე 13 წლით ახალგაზრდაა. წყვილი ქორწინებაში იმყოფება 1996 წლიდან და 2 შვილს ზრდის. 8. შაკირა 36 წლის, კოლუმბიელი მომღერალი, შაკირა თავის ბოიფრენდზე, ესპანელ ფეხბურთელ ჟერარ პიკეზე 10 წლით უფროსია. ისინი საკმაოდ ჰარმონიულად გამოიყურებიან ერთად და სულ ამდენიმე ხნის წინ ქალიშვილის მშობლებიც გახდნენ. 9. პერის ჰილტონი ადრე 32 წლის ამერიკელი "მტაცებელი", პერის ჰილტონი მხოლოდ თავისზე უფროს მამაკაცებს ხვდებოდა. მაგრამ მისი გემოვნება კარდინალურად შეიცვალა და ახლა იგი რივერ ვიიპერის, 21 წლის ესპანელ მოდელს ხვდება. 10. დემი მური 51 წლის დემი მურის რჩეული გახდა ჯგუფ Dead Sara-ს მედოლე, შონ ფრაინდეინი, რომელიც მასზე 27 წლით უმცროსია. შეგახსნებთ, რომ მანამდე მსახიობის მეუღლე იყო მასზე 16 წლით უმცროსი ეშტონ კატჩერი. 11. მერაია ქერი პოპულარული მომღერალი მერაია ქერი თავის კანონიერ მეუღლეზე, ნიკ კენონზე 11 წლით უფროსია. 2303 8-ს მოსწონს
|