საზოგადოება "ქურდებს არჩევინებენ საქმეს" - ხმაური სასამართლოში ე.წ. "კორტების" სპეცოპერაციის საქმეზე 2015, 13 ივლისი, 18:16 ე.წ."კორტების" სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომის შემდეგ ხმაური იყო.სასამართლომ დღეს დაჰკითხა პროკურატურის მოწმე კახა მისირელი, რომელიც სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილეა. მოწმის დაკითხვის შემდეგ ბრალდებულის ახლობლებმა მისი ჩვენება გააპროტესტეს. როგორც ერთ - ერთი ბრალდებულის დამ - ირინა ცააძემ განაცხადა, პროკურატურას უნდა რცხვენოდეს, რადგან კახა მისირელი ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის არის ბრალდებული და მას მოწმედ იყენებს. ცააძის თქმით, - " ... ქურდებს არჩევინებენ საქმეს...ზეწოლა იმაში გამოიხატება, რომ ჩემი შვილი დაიბარეს პოლიციაში და გამორიცხული არაა, ის უკვე დაკავებულია და ნარკოტიკიც ჩაუდეს" - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს. რაც შეეხება დაკითხულ მოწმეს კახა მისირელს, მან განაცხადა, რომ სოდ - ის უფროსის მოადგილედ მუშაობდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კახა მისირელი 2010 წლის 7 ივლისს დააკავეს გიორგი დემეტრაძესთან და დავით გაგნიძესთან ერთად, რომელსაც ბრალად წარდგენილი აქვს ქურდულ სამყაროსთან კავშირი. ამ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის გიორგი ცააძის და ირინა ცააძე არა ერთი ხმაურიანი და სკანდალური განცხადებებითაა ცნობილი. მან უფლებადამცველ ირაკლი კაკაბაძეს ნარკომანი უწოდა გადაცემა " რეაქციაში", სადაც ვაზაგაშვილების მკვლელობასთან დაკავშირებით საუბრობდა" – " თქვენ ხართ ნარკომანი, თქვენნაირებს იჭერდა ჩემი ძმა..." ცააძის დის გამოსვლაზე კაკაბაძის პასუხს ირინა ცააძის ვაჟის რეპლიკა მოჰყვა, რამაც უფლებადამცველსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. დაპირისპირების შემდეგ კაკაბაძემ სტუდია დატოვა შეგახსენებთ, რომ ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ბრალდებულები ფეხბურტელი გიორგი დემეტრაძე, მისი მეგობარი დავით გაგნიძე, ე.წ. " კანონიერი ქურდი" ვატო ყიფიანი და პოლიციის ყოფილი პოლკოვნიკი კახა მისირელი 2010 წელს დააკავეს. 137 7-ს მოსწონს
|