x
image
ვიზა კოხაძე
მასწავლებელი, რომელიც მოსწავლისგან დაფეხმძიმდა, 22 წელი ციხეში გაატარებს

imageცენტრალური ფლორიდის შტატში, კერძოდ კი ქალაქ ლეიკლენდში სადაც საჰაერო კოსმოსური აკადემიის სასწავლებელია, ინგლისური ენის 30 წლის მასწავლებელს, ჯენიფერ ფიტჩერს, სამ არასრულწლოვან მოსწავლესთან სექსუალური კავშირის გამო 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ სამივე მოსწავლე 17 წლისაა და ისინი სულ რამდენიმე თვეში სრულწლოვნები გახდებიან. სასამართლოზე ერთ-ერთ მსხვერპლთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი წარადგინეს, რომელშიც არასრულწლოვან საყვარელთან მასწავლებელი აღიარებს, რომ აბორტი გაიკეთა.ეს შემზარავი ფაქტი კი ცნობილი გახდა მას შემდეგ, როცა ერთ - ერთი ბიჭის დედამ შეტყობინებების ტექსტი წაიკითხა და აღმოაჩინა, რომ მისი ვაჟი ორ სხვადასხვა სახისა და გარეგნობის ქალს ესაუბრებოდა სოციალური ქსელით. აი, რას ჰყვება Daily News - თან Sgt. Gary Gross დედა: - " ეჭვი გამიჩნდა და ჩავუსაფრდი ჩემს შვილს, რომელიც ყოველ დილით ადრე გადიოდა სახლიდან და სადღაც იკარგებოდა. მივხვდი, რომ ის დაკავებული იყო მასწავლებელთან სექსით."imageქალბატონმა სასწრაფოდ შეატყობინა ლეიკლენდის პოლიციის დეპარტამენტს და 30 წლის მასწავლებელი ჯენიფერ ქრისტინა ფიტჩერი დააპატიმრეს.მან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მას 6 - ჯერ ჰქონდა სექსი 17 წლის მოზარდთან, რომლისგანაც დაფეხმძიმდა, თუმცა ისიც განაცხადა, რომ ამ პერიოდში ქალაქ გარეთაც არაერთხელ ჰქონია სექსუალური კავშირი სხვადასხვა მამაკაცთან.
აცრემლებულმა მასწავლებელმა სასამართლო პროცესზე, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა, სინანულით განაცხადა: - "მთელი გულით ვისურვებდი უკან დაბრუნება და იმის გამოსწორება შემეძლოს, რაც ჩავიდინე. მეზიზღება ჩემი თავი ამის გამო".imageimageცნობისთვის, ნორვეგიელ ტერორისტს, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, 21 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.image

0
770
10-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
770
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0