x
image
ვიზა კოხაძე
ნიანგის კოცნა და გარანტირებული სამუშაო ადგილი : - ერთადერთი ჩინური კომპანია ადამიანების სიმამაცისა და გამბედაობის ტესტებს ატარებს

imageეს არის მსოფლიოს მასიური გასაუბრება, რათა დაუმტკიცონ მსოფლიოს საკუთარი შესაძლებლობები, გამბედაობა და სიმამაცე, რაც ნიანგის კოცნით უნდა გამოხატოს ამ თვისებების პრეტენდენტებმა - წერს წყარო.

ერთ - ერთი ჩინური ფირმა, რომელიც გუანგდონგის პროვინციაში მდებარეობს და რომელიც ჯანდაცვის ყველაზე ძვირადღირებულ და ბუნებრივ პროდუქტებზე დამზადებულ პრეპარატებს ჰყიდის, აცხადებს კონკურსს ყველაზე გაბედულ და ყველაზე მამაც გოგონებზე, რომლებიც ნიანგის კოცნას შეძლებენ.ეს სასიკვდილო ნომერი გარანტირებულ სამუშაოს აშოვნინებს დაინტერესებულ მხარეს, ხოლო თავად ფირმას პერსპექტიული და გაბედული თანამშრომელი ეყოლება.imageწყაროს ინფორმაციით ფირმამ კონკურსი შუა ქუჩაში მოაწყო, რომელსაც უამრავი თვითმხილველი ჰყავდა.კონკურსანტი, რომელიც შეძლებს და გაბედავს წარმატებით აკოცოს რეპტილიას, ის საკუთარ სიმტკიცესაც დაადასტურებს და არა მარტო მომდევნო ტურში გადავა, არამედ ის მიიღებს ჯილდოს 1000 იუანს სახით ანუ დაახლოებით 100 ფუნტს.imageimage

imageკონკურსში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე მამაკაცმაც გამოთქვა, მაგრამ ფირმა ცდილობს მხოლოდ ქალი თანამშრომლები აიყვანოს, რომლებიც იქნებიან ლამაზები და ჭკვიანები.მათი განცხადებით, ნიანგის კოცნა ნიშნავს დაეხმარო ადამიანებს შიშის დაძლევაში.imageპენგ პენგი - ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - მუშაკი ამავე ქალაქში აცხადებს, რომ რეპტილიასთან კოცნა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული და მოუწოდებს კომპანიას განიხილოს საკითხი, არის თუ არა ეს რეკლამა მისაღები, გამართლებული და მორალური საზოგადოებისთვის.მეცნიერის თქმით, ნიანგის ხორცი ზოგ ქვეყანაში დელიკატესად ითვლება, ისევე, როგორც ზოგიერთი ქვეყანა ნიანგის ნაღველს სამკურნალოდ მოიხმარს სხვადასხვა დაავადებების გასაკურნად, მაგალითად ასთმის სამკურნალოდ და ასეთი დამოკიდებულება რეპტილიაზე ზედმეტად ეჩვენება - წერს წყარო.image






0
172
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
172
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0