x
image
worldsport.ge
რონალდინიო და ეტოო ისევ ერთად შეუტევენ?

imageლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელმაც ცოტა ხნის წინ მექსიკური "კერეტარო" დატოვა და ამჟამად უგუნდოდაა, შესაძლოა სამუელ ეტოოს თანაგუნდელი ისევ გახდეს. თურქული მედია დარწმუნებით იუწყება, რომ რონალდინიო უახლოეს დღეებში თურქეთის სუპერ ლიგის ახალწვეულის "ანტალიასპორის" წევრი გახდება.
ამ გუნდმა რამდენიმე დღის წინ სამუელ ეტოო ოფიციალურად წარადგინა და როგორც ჩანს, ახლა 35 წლის ბრაზილიელსაც იმავეს უპირებს.
თავის მხრივ, რონალდინიოს მიმართ ინტერესს სამშობლოში "ვასკო და გამაც" იჩენს.
რონალდინიო და ეტოო კი ერთად 2004-2008 წლებში "ბარსელონაში" თამაშობდნენ, რომლის რიგებშიც ორ-ორჯერ ესპანეთის ლა ლიგა და სუპერ თასი მოიგეს, ხოლო ერთხელ ჩემპიონთა ლიგა.




გიორგი მელქაძე

www.worldsport.ge

0
471
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0