ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გუნდის საკვანძო ფიგურებზე – ანტონიო კონტეზე, ანდრეა პირლოსა და პოლ პოგბაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი მწვრთნელი და შუახაზელები მომდევნო სეზონშიც “ბებერ სინიორაში” იქნებიან.
“კონტეს მუშაობა მომწონს, თავად კი “იუვენტუსში” ყოფნა სიამოვნებს. მწვრთნელის შეცვლის მიზეზს ვერ ვხედავ. რაც შეეხება პირლოს, მას უკვე ვუთხარი, რომ ჩვენი გუნდი მისი სახლია.
თებერვალში ან მარტში, ანდრეა ჩვენს სპორტულ დირექტორს შეხვდება და ყველა საკითხს გადაწყვეტს. პოგბა? იტალიაში ვის შეუძლია ფეხბურთელისთვის 5-6 მილიონი ევროს გადახდა წელიწადში? ვფიქრობ, ამ ეტაპზე, პოგბას შენარჩუნება არ გაგვიჭირდება, მაგრამ როდესაც ფრანგი თავის პოზიციაზე საუკეთესო გახდება, მისი დაკავება რთული იქნება”, - განუცხადა ანიელიმ იტალიელ ჟურნალისტებს.
ირაკლი ჯაფარიძე
www.worldsport.ge