ფრანგული “ლილის” თავდამსხმელს სალომონ კალუს კლუბიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს და კარიერის ინგლისში გაგრძელებას აპირებს.
ფრანგული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, “ლილს” კალუსთვის დიდი ხელფასის გადახდა არ შეუძლია. კოტდივუარელს კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ მას კლუბიდან წასვლა ახლა სურს. კალუ ინგლისში დაბრუნებაზე ფიქრობს, სადაც 2006-2012 წლებში ლონდონის “ჩელსიში” თამაშობდა.
კალუმ “ლილში” 2012-2014 წლების სეზონებში გამოდიოდა და 77 მატჩში 34 გოლი გაიტანა, თან 11 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge