x
image
ვიზა კოხაძე
ბრიტანელი ტურისტები ფოტო და ვიდეო მასალებს აქვეყნებენ სოციალურ ქსელში ტუნისში მომხდარი ტერაქტის ადგილიდან

imageბრიტანელი ტურისტები, რომლებიც ტუნისის სანაპიროზე ისვენებდნენ და შემთხვევის მომენტში სასტუმრო "Imperial Marhaba" საკუთარ ნომერში აივანზე იმყოფებოდნენ, მობილურით და ვიდეო კამერით აფიქსირებდნენ სანაპიროზე მიმდინარე ტრაგედიას.

21 წლის მეთიუ კენონი, რომელიც საზაფხულო დასვენებას მეგობარ გოგონასთან დიანა დარლინგტონთან ერთად კურორტ სუსის სანაპიროზე ატარებდა, ტერაქტს და მოსალოდნელ ტრაგედიას შემთხვევით გადაურჩა. რას ჰყვებიან ისინი მომხდარის შესახებ? - " სანაპიროზე ვიყავით და ჩემს გოგონას დაბადების დღე ჰქონდა, ამიტომ ნომერში ასვლა და დასვენება გადავწყვიტეთ. მოულოდნელად როცა სასტუმროსკენ მივდიოდით პირველი გასროლის ხმა გავიგონეთ და სირბილით ნომრისკენ გავემართეთ. კარები ჩავკეტეთ და ჩუმად აივანზე გავედით, რომ იქედან გვენახა, თუ რა ხდებოდა პლიაჟზე".imageimageimageimageვიდეოში, რომელიც წყვილმა აივნიდან გადაიღო, გარკვევით ისმის მისი ხმა, სადაც ამბობს: - " მოაბრუნე კამერა, ნახე, როგორ გარბის ხალხი სანაპიროზე და არ მინდა სასტუმროში შემოცვივდნენ' - ვიდეოში მათი გამგმირავი ღმუილი ისმის.( სამწუხაროდ ვიდეოს საიტზე ვერ ვტვირთავ, რომ თავად შეძლოთ მათი ისტერიკული და ჩუმი ღმუილის მოსმენა ).წყვილი სასწრაფო წესით ეძებს წიგნს, სადაც უახლესი ავიარეისის განრიგი იქნება ჩაწერილი - წერს წყარო.

როგორც ცნობილია, ტერორისტები სანაპიროს დღის მეორე ნახევარში გასაბერი ნავით მიუახლოვდნენ და ზღვიდან გახსნეს ცეცხლი ავტომატებით. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 39 ადამიანი, შოკირებულია ყველა და ამიტომაც გაძლიერებულია სანაპირო დაცვა, არა მარტო დაცვა, სახელმწიფო დაწესებულებები, მკაცრ კონროლზეა აყვანილი ავტომაგისტრალები.

რას ჰყვება 23 წლის Stacey Webb მომხდარის შესახებ, რაც თავად გადახდა თავს: - " მე აბაზანაში ჩავიკეტე და ამის შემდეგ ყურთან ახლოს კიდევ შვიდი გასროლა გავიგონე.უფრო შეშინებული არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ "but I hope God is with me.'

0
371
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
371
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0