x
image
ვიზა კოხაძე
დაუჯერებელი დამთხვევა: - "ადიდებულმა ვერემ ადამიანები 1924 წლის 13 ივნისსაც იმსხვერპლა "- რას წერდა გაზეთი "კომუნისტი" ტრაგედიაზე ზუსტად 91 წლის წინ

imageწარმოუდგენლად დაუჯერებელი ისტორიის მომსწრენი გავხდით 1924 წლის 13 ივნისს ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის გაგებით.ადიდებულმა ვერემ ადამიანები 1924 წლის 13 ივნისსაც იმსხვერპლა და მტკვარში "შეყარა".

თუმცა ვერეს ხეობა ჯერ კიდევ 1895 წელს ადიდდა პირველად, მაგრამ მაშინ ტრაგედია და ადამიანების დაღუპვა არ მოჰყოლია აღნიშნულ ფაქტს.სამაუწყებლო კომპანია " რუსთავი 2-" - ის მიერ მოძიებული ინფორმაციით, რაზეც სიუჟეტი გადაცემა " კურიერისთვის" მომზადდა, ეროვნული ბიბილიოთეკის საარქივო საბიბლიოთეკო რესურსების განყოფილების დირექტორის მოადგილის თინათინ ლომჯარიას განმარტებით, მაშინდელი პრესა - ანუ საუბარია გაზეთ " კომუნისტზე", ბევრს არაფერს წერდა 1924 წლის 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. გაზეთის ერთ - ერთ ქრონიკაში წერია მხოლოდ შემდეგი: - სათაურით: - " კუდიანი ქარი თბილისში".- სტატიაში კი ვკითხულობთ: - " 13 ივნისის 7 - ის ნახევარზე თბილისში ამოვარდა ძლიერი ( კუდიანი ) ქარი, რომელიც არაჩვეულებრივი სიძლიერით ქროდა ერთი საათის განმავლობაში..დედაქალაქის განაპირა რაიონებში ქარმა ააგლიჯა სახლებს სახურავები, მოწყვიტა ტელეგრაფის ხაზები, ჩალეწა ფანჯრები.ბოზანჟიანცის თუთუნის ქარხნის მახლობლად გლეხები ღამის გასათევად დაბინავებულან და როდესაც მდინარე ვერე უზომოდ ადიდდა, ისინი თავიანთი ხარ - ურმებიანად მდინარემ მტკვარში შეყარა. ამ დრომდე უცნობია ზუსტი ზარალი და დაღუპულთა რაოდენობა.უბედურების ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მქრობელთა რაზმი" - წერია 1924 წლის გაზეთ " კომუნისტის" ფურცლებზე.იმავე გამოცემის ცნობით, სტიქიის ეპიცენტრი ყოფილა პირველი სამელიორაციო უბანი. რომელიც მაშინდელი მდინარე ვერეს ღელესთან ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მიმდებარე ტერიტორია იყო.imageროგორც მოკვლეული მასალებიდან ირკვევა, ვერეს ადიდების თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს ეროვნულ არქივში, იქ მხოლოდ მდინარის ადიდების კადრებია შემონახული.image

0
253
8-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0